Quiz რა დაინახეთ ფოტოზე პირველი? როგორ ფიქრობთ, რას ამბობს ეს თქვენზე? 2019, 29 აგვისტო, 11:40 სწრაფი ტესტი.როგორ ხდება, რომ ერთ კონკრეტულ მოცემულობას, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს? დიდი ხნის წინ, როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს პირველად, სურათზე დანახულ ვიზუალურ გამოსახულებას, პიროვნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. მაშ, ასე..შეხედეთ სურათს, რა დაინახეთ პირველი?ორი სახე.თქვენ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით. გიყვართ ადამიანები და მათ გარეშე პრაქტიკულად ვერასდროს ძლებთ, ამიტომ, მარტოობას საკმაოდ რთულად ეგუებით. თქვენ, ახლობელი ადამიანების აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაინტერესებთ და მას, ყოველთვის ითვალისწინებთ.მამაკაცის სახე.თქვენ იმ ადამინთა რიცხვს განეკუთვნებით, ვინც ცხოვრებაში ძირითადად გონებით, და არა გულით ხელმძღვანელობს, გარდა ამისა, მეტისმეტად სერიოზული და გულჩათხრობილი ადამიანი ბრძანდებით, რომლის გადაწყვეტილებებიც ყოველთვის - გააზრებული, ლოგიკური და პრაქტიკულია. გრძნობებს არ წყალობთ, რის გამოც ის გამიზნულად ყოველთვის უკანა პლანზე გადაგაქვთ. თქვენ ნებისმერ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებას და პრობლემებთან გამკლავებას იდეალურად ახერხებთ. საღი აზრის წყალობით კი, გამარჯვებას მუდამ აღწევთ.ქალის სახე.თქვენ გულთბილი და ბუნებით რბილი ადამიანი ხართ, რომელსაც გაჭირვებული ადამიანების დახმარება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ხართ საკმაოდ კომუნიკაბელური, ამიტომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა და მათთან საერთო ენის პოვნა არასდროს გიჭირთ.ვაშლითქვენ შეგიძლიათ გამოსავალი ნებისმიერი ვითარებიდან იპოვოთ და არახელსაყრელი გარემოება თქვენთვის სასარგებლოდ აქციოთ. სირთულეებს არასდროს ნებდებით, არ ტყდებით და ყველა სიტუაციას მარტივად ერგებით.257 1-ს მოსწონს |