მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა, რომელსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ოფიციალური ინფორმაციით
1975 წელს მოხდა კატასტროფა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩინეთში მდინარე ჟუხეზე აგებული კაშხლის (ბანციაო) დანგრევამ უსაშინლესი კატასტროფა გამოიწვია, დაგუბებულმა წყალმა წალეკა ყველაფერი რაც კი წინ დახვდა, ყველაზე საშინელი კი 200 000 ადამიანის დაღუპვა იყო.
კაშხალი მდინარე ჟუხეზე აგებულ იქნა ჩინელების მიერ საბჭოთა კონსულტანტების აქტიური მხარდაჭერით.
სამუშაოები ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში იქნა 1951 წელს დაწყებული, კაშხალი შენდებოდა უმაღლესი ხარისხის საშენი მასალებით და მისი მდგრადობა გათვლილი იყო წყალსაცავში წყლის დონის მომატებაზე და ბუნებრივ კატაკლიზმებზე.
პროექტის ავტორების თქმით კაშხლის ექსპლუატაცია ძალიან დიდ დროზე იყო გათვლილი.
თუმცა კაშხლის აშენების და საბჭოთა სპეციალისტ-კონსულტანტების წასვლის მერე კაშხლის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა მრავლობითი რეკონსტრუქციები, რასაც არ ითვალისწინებდა საბჭოელი კონსულტანტების პროექტი.
კაშხლის კონსტრუქციის რეკონსტრუქციაში თვითნებურმა და არა პროფესიონალურმა ჩარევამ გამოიწვია კაშხლის კონსტრუქციაში ბზარების გაჩენა, რის გამოც სასწრაფოდ იქნა ჩინეთში ჩამოყვანილი საბჭოთა სპეციალისტები.
თუმცა საბჭოთა ინჟინრების საქმეში ჩართვამდე 1975 წელს მოხდა წყალდიდობა, რომლის მსგავსი ასაკოვან ჩინელებსაც კი არ ახსოვდათ. მას შემდეგ, რაც მდინარეზე წყლის დონემ კატასტროფულ ნიშნულს გადააჭარბა, საფრთხე შეექმნა კაშხალსაც.
არნახული სიძლიერის წვიმის (1631 მმ დღეში) წყალსაცავში წყლის სიმაღლე კატასტროფულ სიმაღლემდე ავიდა, მდინარე ჟუხეზე იმ დროისათვის რამდენიმე კაშხლის კასკადი იყო, წყლის ნაკადმა და წყალსაცავში წარმოქმნილმა ტაიფუნმა პირველად დაანგრია მოძველებული შიმანტანის კაშხალი, კაშხლის დანგრევა მოხდა ღამის პირველის ნახევარზე.
დანგრეული კაშხლიდან უზარმაზარი წნევით გამოსულმა წყალმა საშინელი დარტყმა მიაყენა ბანციაოს თანამედროვე კაშხალს, რომლის მედეგობა მიწისძვრის შემთხვევაშიც კი მაქსიმალურ ბალზე იყო გათვლილი.
კაშხალმა ვერ გაუძალო საშინელი ძალის დარტყმას და კაშხლის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს იმავე მდინარეზე დომინოს პრინციპით ღვარცოფმა 62 დამბა გაანადგურა.
ქალაქში და სოფელში ღვარცოფის სიგანემ 10 კილომეტრს მიაღწია. აზვირთებული ტალღების სიმაღლემ 7 მეტრს გადააჭარბა.
მოქალაქეებთან ერთად მასიურად დაიღუპნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.
26 000 ადამიანი მყისიერად დაიღუპა, წყლის ნიაღვარმა წალეკა ყველაფერი რაც კი წინ დახვდა. დახმარების, კვების და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ადამიანები წყლის ნიაღვარში იხრჩობოდნენ, კაშხლის დანგრევიდან რამდენიმე დღეში დაღუპულთა რიცხვმა ოფიციალური მონაცემებით 200 000 ადამიანს გადააჭარბა (რამდენიმე ათასი უგზოუკვლოდ დაიკარგა).
მსხვეროლის რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა საბჭოთა სპეციალისტების რჩევა-დაებომბა ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებს გადარჩენილი დამბები, რამაც წყლის ნიაღვარს საშუალება მისცა გაშლილიყო და გამანადგურებელი ძალა დაეკარგა.
ჩინელმა სამხედრო მფრინავებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას, და მიყოლებით ააფეთქეს გადარჩენილი დამბები, რამაც წყლის რაოდენობა და გამანადგურებელი მოქმედება მაქსიმალურად შეამცირა მდინარის კალაპოტში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
იმხელა ზარალი მიადგა ორი დღის განმავლობაში ჩინურ ინფრასტრუქტურას, რომ ჩინეთმა 1993 წლამდე ვერ შესძლო სრულად აღედგინა განადგურებული დამბები და რაც მთავარია აღედგინა მდინარეზე უდიდესი ბანციაოს კაშხალი.