საზოგადოება Mercedes-Benz Event ბათუმში ჩატარდა 2019, 27 აგვისტო, 15:53 10 აგვისტოს Bene Exclusive-მა Mercedes-Benz Event-ს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ უმასპინძლა. ღონისძიების წარმდგენი სპონსორი SOLO გახლდათ, ხოლო მიზანი სხვადასხვა ბიზნეს წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. გარდა ამისა, ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი ბიზნეს სექტორის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. როგორც "ბენე ექსკლუზივი"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ არაფორმალურ გარემოში დაამყარონ ახალი ურთიერთობები და გაცვალონ კონტაქტები, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ამ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი აქვს, ჩატარების დრო (10 აგვისტო) და ადგილი (ბათუმი) უცვლელია. ამ დროს, როგორც „ბენე ქსკლუზივს“, ასევე ჩვენს პარტნიორ კომპანიებს გვსურს შევაჯამოთ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები. ჩვენი ღონისძიება ყოველთვის ორი ნაწილისაგან შედგება; ფორმალური და არაფორმალური, რომელიც გართობის და ახალი კონტაქტების დამყარების კარგი საშუალებაა. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ უშუალო გარემოში დაამყარონ ახალი ურთიერთობები გაცვალონ კონტაქტები, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმი კი შევარჩიეთ სწორედ იმიტომ რომ ხელი შევუწყოთ ამ რეგიონში ბიზნესის განვითარებას." ღონისძიებას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, "ბენე ექსკლუზივი“-სა და სპონსორი ორგანიზაციების პარტნიორები, აგრეთვე აჭარის მთავრობის წევრები. ღონისძიება პარტნიორი კომპანიების პრეზენტაციებით დაიწყო, რომელიც სახალისო გათამაშებებითა და სიურპრიზებით იყო სავსე. Ambebi.ge ასევე ესაუბრა პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, სადაზღვეო კომპანია "ალდაგი"-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, ნინა იაკოვსკაიას. მისი თქმით, "ბენე ექკლუზივი"-ს ბიზნეს ღონისძიებები საინტერესო და აუცილებელია ბიზნესისთვის, კომპანია „ალდაგი“ კი ამ კუთხით ყოველთვის „ბენე ექსკლუზივი“-ს მხარდამჭერია; "სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მრავალი წელია თანამშრომლობს „ბენე ჯგუფი“-თან. ტვირთების დაზღვევის კუთხით „ბენე ჯგუფი“ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ბენე ექკლუზივი“-ს ბიზნეს ღონისძიებები საინტერესო და აუცილებელია ბიზნესისთვის და ალდაგი ყოველთვის არის ბენეს მხარდამჭერი ამ კუთხით. ერთი წლის განმავლობაში 4 მსგავს ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა და მზად ვართ ჩავერთოთ ბენეს იდეებში მომავალშიც. „ბენე ჯგუფი“ და „ალდაგი“ ერთობლივ პროექტშიც არიან ჩართულები, ეს არის „ტრანსლაივი“, პლატფორმა რომელიც online აკავშირებს ერთმანეთს ტვირთის მფლობელს, რომელსაც სურს ტვირთის გადაზიდვა და გადამზიდ კომპანიას, რომელიც სთავაზობს კლიენტს გადაზიდვის სერვისს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს „ტრანსლაივი“-ს მომხმარებლებს: ტვირთის დაზღვევა შესაძლებელია ყოველთვის, მაშინაც კი როდესაც არასამუშაო დღეა ან სამუშაო საათები დასრულებულია . კლიენტი Trans live ის პორტალის მეშვეობით გადაზიდვის შეკვეთის გაფორმებისთანავე ავტომატურ რეჟიმში იღებს ტვირთის დაზღვევის დასტურს. პროექტში ჩართვით სადაზღვევო კომპანია ალდაგი Trans live ის პორტალის მომხმარებლებს, გადასაზიდი ტვირთის დაზღვევის მარტივ, უსწრაფეს და მოქნილი სქემას სთავაზობს. შემუშავებული სისტემა უზრუნველყოფს, ტვირთის მონაცემების შეყვანისთანავე, ავტომატურად დაითვალოს სადაზღვევო პრემია და მიიღოს სადაზღვევო პოლისი.რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ბიზნესებთან ჩვენი პროდუქტის გაყიდვებისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის." ღონისძიების მეორე, არაფორმალური ნაწილი კი სასტუმრო "შერატონ ბათუმი"-ს აუზზე ჩატარდა. სტუმრების განწყობაზე კი მუსიკის ლეგენდამ, MILK&SUGAR-მა იზრუნა. შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz Event-ის პარტნიორები იყვნენ: რეალ პალასი“, „m2 უძრავი ქონება”, „ალდაგი“, „გამმა“, „აზონი“, სტამბა „ფავორიტი“, Mercedes-Benz-ის ცენტრი საქართველოში, სამშენებლო კომპანია „H Group“, საქართველოს სალიზინგო კომპანია. 12 2-ს მოსწონს
|