x
ტუნისი: ისლამისტური მოძრაობა "ან–ნაჰდა"–ს აღორძინება (1981-2012 წწ.).

ისლამისტური მოძრაობის "ან–ნაჰდა"–ს გამარჯვება ეროვნული დამფუძნებელი კრების არჩევნებში ტუნისში, რომელიც ითვლებოდა ყველაზე სეკულარულ და პროდასავლურ ქვეყნად არაბულ სამყაროში, იყო ძალიან დიდი სიურპრიზი ბევრისათვის.

"ან–ნაჰდა" დაარსდა 1981 წელს სახელწოდებით «მოძრაობა ისლამური მიმართულებით» და თავიდანვე გამოდიოდა რელიგიური აღორძინების პოზიციით.[1] "ან–ნაჰდა" მალევე გადაიქცა გავლენიანი პოლიტიკური ძალად. მოძრაობა იყენებდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებსაც, და 1980–იან წლებში მის მიერ ორგანიზებულ იქნა რამოდენიმე აფეთქებები ტუნისის ტურისტულ სასტუმროებში.[2]

1989 წ. აპრილში მოძრაობამ შეცვალა პარტიის სახელწოდება და ამ დროიდან იგი ცნობილია როგორც "ან–ნაჰდა". ამგვარი ქმედება განპირობებული იყო იმ გათვლით, რომ მოძრაობის სახელწოდებიდან სიტყვა "ისლამურის" ამოღებით მას საშუალება მისცემოდა მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში.[3] მიუხედავად ამისა, "ან–ნაჰდა"–ს არჩევნებში მონაწოლეობა აუკრძალეს. თუმცა, მისმა კანდიდატებმა, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც დამოუკიდებლები, მოიპოვეს ხმების 14%, ხოლო საერო ოპოზიციური პარტიების ხმების რაოდენობა შეადგენდა მხოლოდ 4%.[4] ამგვარი წარმატებით "ან–ნაჰდა"–მ გადააჭარბა თავისი შესაძლებლობები და ჩათვალა რა თავი საკმაოდ ძლიერად იმისათვის, რომ პირდაპირ და ღიად ჩართულიყო ბენ ალის ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში, ხელისუფლებამ კი ამას უპასუხა მასობრივი რეპრესიებით. 1991 წლისთვის, "ან–ნაჰდა" როგორც ორგანიზაცია ფაქტობრივად დაშალეს, 25, 000 მისი აქტივისტი დააპატიმრეს, უამრავი ემიგრაციაში გაიქცა.[5]

საზღვარგარეთ მოქმედი "ან–ნაჰდა"–სათვის გარდამტეხი იყო 2001 წელი. ორგანიზაციის ყრილობაზე, რომელიც გაიმართა ლონდონში, განცხადებულ იქნა, რომ დემოკრატიისადმი ერთგულება აღარ ითვლებოდა ცოდვად, და მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეწყვეტილიყო ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა ხელისუფლებასთან.[6] მაგრამ, ამავე დროს, მოძრაობა აგრძელებდა საუბარს ინტეგimageრისტული პოზიციებიდან: "ან–ნაჰდა"–ს თავმჯდომარის რაშიდ ალ–განუშის განცხადებით, მისი მიზანი არის ისლამური პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება.[7]
«ეროვნული დამფუძნებელი კრების» არჩევნებში, რომელიც გაიმართა 2011 წ. 23 ოქტომბერს, "ან–ნაჰდა"–მ, რომელმაც დააგროვა ხმების 42% – მიიღო 90 ადგილი 217–დან, გაცილებით უფრო მეტი ვიდრე «მემარცხენე–ნაციონალისტური რესპუბლიკური კონგრესი» და «სახალხო მოთხოვნა სამართლიანობისა და განვითარებისა», image რომლებმაც მიიღეს შესაბამისად 30 და 26 ადგილი. "ან–ნაჰდა"–ს გენერალური მდივანიმ ხამადი ჯებალიმ მიიღო ძირითადი პოსტი, იგი გახდა ტუნისის პრემიერ–მინისტრი (რომლის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად აღემატება რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობებს).
"ან–ნაჰდა"–ს წარმატებას წინუსწრებს რამოდენიმე ფაქტორი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ დევნილობაში მყოფი "ან–ნაჰდა" ტუნისელების თვალში იყო მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო პრეზიდენტ ზინ ალ–აბიდინ ბენ ალის რეჟიმთან. ის განიხილებოდა როგორც ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არ იყო ჩართული კორუფციაში (დონე, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2009 წელს, ტუნისმა ამ მაჩვენებელით დაიკავა 65 ადგილი მსოფლიოში, შედარებით 1998 წელთან – 33 ადგილი).[8] მოძრაობის სასარგებლოდ იმუშავა ასევე იმ გარემოებამ, როდესაც პარტიამ განიცადა ბენ ალის რეჟიმის მხრიდან უსამართლო დევნა: როგორც ბევრი მისი მხარდამჭერები ადასტურებენ, 1992 წლიდან "ან–ნაჰდა"–ს დაპატიმრებულთა ან დეპორტირებულთა აქტივისტის რაოდენობა შეადგენს ათი ათასობით.[9] თავად ხ. ჯებალიმ ციხეში 17 წელი გაატარა, 10 მათგანი კი ერთკაციან კამერაში.[10] შედეგად, როგორც აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი ფ. რეინერი, შეიქმნა სიტუაცია, რომლის პირობებში «ისლამისტი ადგილობრივი შეხედულებების მიხედვით – ეს არაა გაბრაზებული კაცი, არამედ ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი გმირია».[11] თავისი როლი ითამაშა ასევე ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აეკრძალა ზ.ა. ბენ ალის დროს მმართველი დემოკრატიული კონსტიტუციური გაერთიანების საქმიანობა და სპეციალური ბრძანებულებით გამოეცხადებინა მისი ლიკვიდაცია. 2011 წ. 6 თებერვალს ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა სასამართლოს მიეღო შესაბამისი ზომები რათა პარტია ოფიციალურად გამოცხადებულიყო დაშლილი. 9 მარტს კი ტუნისის სასამართლომ გამოსცა სათანადო ბრძანებულება პარტიის დაშლის და მისი ფონდების და აქტივების ექსპროპრიაციის შესახებ. «დემოკრატიული კონსტიტუციური გაერთიანების» წევრების რაოდენობა განისაზღვრებოდა 2 მლნ. რეგისტრირებული წევრით და მისმა დაშლამ თავისთავად გამოიწვია პოლიტიკური ვაკუუმის ფორმირება.[12] ამავე დროს, ტუნისელების იმედგაცრუებამ სოციალური-დემოკრატიული განვითარების მოდელით, რომელსაც ახორციელებდა «დემოკრატიული კონსტიტუციური გაერთიანება», გამოიწვია იდეოლოგიური ვაკუუმის გაჩენა. და ამანაც ასევე ითამაშა ისლამისტების სასარგებლოდ. მოძრაობის სასარგებლოდ იმუშავა ასევე იმან, რომ მოსახლეობის თვალში, რომელიც დაიღალა არეულობით, ისლამისტები გამოიყურებოდნენ იმ ძალად, რომელსაც შეეძლო სტაბილურობის უზრუნველყოფა. «ჩვენ, – ამტკიცებენ ტუნისელები – გვინდა მარტო ის, ვინც ემსახურობოდეს იქნება თავის ქვეყანას, ზრუნავდნეს მის ხალხზე. აი ეს გვინდა ჩვენ, და გააკეთებს ამას "ან–ნაჰდა" თუ ვინმე სხვა, ჩვენთვის სულერთია».[13]
"ან–ნაჰდა"–მ, რომლის განკარგულებაში იყო საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი, ტაქტიკურად ჩაატარა საარჩევნო კამპანია. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელი შეუწყო კერძოდ იმან, რომ იგი დახმარებას უწევდა ღარიბებს, აფინანსებდა ქორწილებს, დღესასწაულებს ბავშვების დაბადების დღესთან დაკავშირებით, დაკრძალვებს და ა.შ.

შედეგად "ან–ნაჰდა"–მ მიიღო ამომრჩეველთა ფართო მხარდაჭერა. მას ხმა მისცეს იმ ფენებმა, რომლებიც მოხვდნენ იმ მოდერნიზაციის პროცესების მიღმა, რომელიც ხორციელდებოდა ტუნისში, წვრილმა ბურჟუაზიამ, რომელსაც ემუქრებოდა პაუპერიზაციის საფრთხე, ასევე ბურჟუაზიის იმ ნაწილმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ ისლამისადმი ერთგულების გამოყენებით შეექმნა ინსტრუმენტი კონკურენტუნარიან ბრძოლაში წარმატების მოსაპოვნებლად – და რაც ძალიან მნიშვნელოვანია –სოფლის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, რომლებისთვისაც მისაღები და გასაგები იყო "ან–ნაჰდა"–ს რელიგიურ საფუძველზე დამყარებული ლოზუნგები, ხოლო სხვა პარტიების მოწოდებები სეკულარიზმისადმი ლტოლვა აღიქმება მათ მიერ, როგორც მოწოდება ათეიზმისაკენ. "იანვარის რევოლუციამ – განაცხადა ფ. რეინერმა – წინა პლანზე წამოწია "ფეისბუქის თაობა", რომლებმაც შექმნეს წარმოდგენა თანამედროვე ტუნისზე, ქვეყანაზე მამაცი სტუდენტებით, რომლებმაც დაამხეს რეჟიმი, და ოცნებობენ დასავლური ტიპის დემოკრატიაზე. ამავდროულად მათ დაავიწყდათ სხვა მოსახლეობის 90%, ღრმად მუსულმანური და ღრმად არაბული".[14]

როგორც ნათლად ჩანს "ან–ნაჰდა"–ს ხელმძღვანელობის განცხადებებიდან, ორგანოზაცის აპირებს დაიკავოს ზომიერი პოზიცია, ნიმუშად კი ასახელებენ „თურქეთის სამართლიანობისა და
განვითარების პარტიას“.[15] 28 ოქტომბერს ა.წ. ტუნისში პრესკონფერენციაზე საუბრისას რაშიდ განუშიმ ხაზი გაუსვა მოძრაობის პრიორიტეტებს – "თავისუფლება, ქალთა უფლებები, კონსენსუსი დაimage დემოკრატია".[16] თავის მხრივ, "ან–ნაჰდა"–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამირ დიუმ 18 მაისს განაცხადა: "ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ხასიათდება თავისუფლების იდეებით. <...> ჩვენ არ ვართ ისლამისტური პარტია, ჩვენ ვართ ისლამური პარტია, რომელიც ეფუძნება ასევე ყურანის პრინციპებს".[17] მოძრაობა ჰპირდება დატოვოს ძალაში საოჯახო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა თანაბარ უფლებებს მამაკაცებთან, ასევე არ დააწესოს აკრძალვა სასმელებზე და "ბიკინის" ტარებაზე სანაპიროებზე. იგი აპირებს დაიცვას ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულება. ალჟირის პრეზიდენტთან აბდელ აზიზ ბუტეფლიკასთან მოლაპარაკებების დროს რაშიდ განუშიმ უკანასკნელი დაარწმუნა, რომ "ან–ნაჰდა" არ აპირებს განახორციელოს ისლამური რევოლუციის ექსპორტი.[18]
ამგვარად, "ან–ნაჰდა", რეფორმისტულ პოზიციებზე გადასვლით, შორდება ფუნდამენტალიზმს. მისი იდეების ტრანსფორმაცია ბევრ რამეში, როგორც ჩანს, აიხსნება აუცილებლობით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანგარიში გაუწიოს არსებულ რეალობას, და დაიცვან პრაგმატული კურსი. მოძრაობას არ შეუძლია არ გაითვალისწინოს ის, რომ მას არა აქვს უმრავლესობა ეროვნულ დამფუძნებელ კრებაში და აქედან გამომდინარე მან უნდა გავითვალისწინოს მისი პარტნიორების შეხედულებები მმართველი კოალიციიდან – რესპუბლიკური კონგრესი და მუშაობისა და თავისუფლების მემარჯვენე–ცენტრისტული დემოკრატიული ბლოკი. "ან–ნაჰდა"–მ უნდა იზრუნოს, რომ ტუნისი დარჩეს მიმზიდველი უცხოელი ტურისტებისთვის, უნდა აქვე აღინიშნოს, რომ შემოსავლები ტურიზმისაგან შეადგენს ქვეყნის ბიუჯეტის 50%.[19]
მიუხედავად ამისა, გაუგებარია, არის თუ არა "ან–ნაჰდა"–ს რეფორმატორულ პოზიციებზე გადასვლა საბოლოო. ტუნისში ბევრი ფიქრობს, რომ იგი წარმოადგენს პარტიას "ორმაგი ფსკერით", და მას აქვს კავშირები სალაფიტურ ჯგუფებთან. [20] მოდერნისტული დემოკრატიუimageლი ცენტრის ერთ–ერთი ხელმძღვანელის აჰმად იბრაჰიმის თანახმად, "ან–ნაჰდა" ტელევიზიით ჩანს როგორც "რბილი" დაჯგუფება, "მაგრამ მეჩეთებში ისინი საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან. ზოგიერთი მათგანი ჯიჰადისაკენ მოუწოდებენ".[21] ამ კონტექსტში საყურადღებოა გამართული ერთ–ერთ აქციაზე ხამადი ჯებალის განცხადება (ქ. სუსი): "ძმებო, თქვენ ახლა განიცდით ისტორიულ მომენტს, ღვთაებრივ მომენტს, ახალ ცივილიზაციურ ეტაპს, მე-6 ხალიფატს, თუ ღმერთმა ისურვა".[22] მოძრაობამ არაერთგვაროვანი რეაგირება მოახდინა დარბევების დროს, რომელიც მოაწყვეს ტუნისში სალაფიტებმა სატელევიზიო ფილმი "პერსეპოლისი"–ს ჩვენებასთან დაკავშირებით: მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობამ დაგმო ძალადობა, მაგრამ ამავე დროს ნაჩვენი ფილმი დაახასიათა, როგორც "პროვოკაცია".[23]
საფრთხე იმისა, რომ "ან–ნაჰდა" დაუბრუნდება ფუნდამენტალიზმს გაიზრდება სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, რომელიც უკვე არ არის ბრწყინვალე მდგომარეობაში. ტუნისის ცენტრალური ბანკის დირექტორის მუსტაფა ქამალის თქმით, წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ნულოვანი, უმუშევრობის დონე კი შეადგენს 18% (13% 2010 წლის მაისში). სერიოზული პრობლემაა ასევე ახალგაზრდების უმუშევრობა, რომლის კოეფიციენტი აღწევს 30%.[24] ამას ემატება დანაკარგები ტურიზმის შემცირების გამო: 10 თვის განმავლობაში (2011 წ.) ტურისტების რაოდენობა დაეცა 33%, შემოსავლები კი – 36%.[25]
მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ტუნისში არსებობს ძლიერი ძალები, რომელთაც შეუძლიათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ ფუნდამენტალიზმს. ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ფენა (დაახლ. 60%) არის დემოკრატიისადმი პოზიტიურად განწყობილი, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათმა იოლად დაუთმონ ფუნდამენტალისტებს თავიანთი პოზიციები. ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენენ ქალები, რომელთა თანასწორობა მიღწეულია არა მარტო დე–იურედ, არამედ დე–ფაქტოდაც და რომლებსაც არ სურთ მიიღონ ის ბედი, რომელსაც მათ უმზადებენ "რწმენის სიწმინდეს" მებრძოლები.


***

გამოყენებული მასალა:
[1] См.: Teyeb Mourad. What role for the Islamists? // Al-Ahram Weekly, 22.01.2011 – at: weekly.ahram.org.eg/2011/1033/re132.htm; Al Arabiya, 26.10.2011 – at: http://english.alaraiya.net/articles/2011/10/26173904/html
[2] См.: Ennahda Movement. // WikipediA – at: http://en.wikipedia.org/wikiEnnahda_Movement
[3] См.: Ibidem.
[4] Куприн А.И. Институты гражданского общества и власть в странах Магриба (Алжир, Марокко, Тунис). М., 2011, с. 84.
[5] См.: Ennahda Movement. // WikipediA – at: http://en.wikipedia.org/wikiEnnahda_Movement
[6] L’Audace, №74, avril 2001, p. 9-10, 12.
[7] Завтра, 15.11.2006.
[8] Куприн А.И. Институты гражданского общества и власть в странах Магриба…, с. 89.
[9] Basly Rajaa. The Future of al-Nahda in Tunisia. // Arab Reform Bulletin, 20.04.2011.
[10] Reynaert F. Le nouveau défi islamiste. // Le Nouvel Observateur, 03.11.2011, p.61.
[11] Reynaert F. Le nouveau défi islamiste. // Le Nouvel Observateur, 03.11.2011, p.61.
[12] Sadiki Larbi. Transition in Tunisia? The Democratic Challenge in Ben Ali’s “last” Presidential Term. // Carnegie Middle East Center, 02.11.2008 – at: http://www.carnegie-mec.org/NewsDetails.aspx?ID=933&MID=411&PID=321
[13] Выборы в Тунисе. Плодами тунисской революции воспользуются исламисты. // Euronews, 25.10.2011 – на: http://ru.euronews.net/2011/10/25/islamists-claim-victory-in-tunisia-s-arab-spring-vote
[14] Reynaert F. Le nouveau défi islamiste. // Le Nouvel Observateur, 03.11.2011, p.61.
[15] Выборы в Тунисе. Плодами тунисской революции воспользуются исламисты. // Euronews, 25.10.2011 – на: http://ru.euronews.net/2011/10/25/islamists-claim-victory-in-tunisia-s-arab-spring-vote
[16] Reynaert F. Le nouveau défi islamiste. // Le Nouvel Observateur, 03.11.2011, p. 60.
[17] Wir wollen keinen Gottesstaat. // Deutschlandradio Kultur, 18.05.2011 – auf: http://www.dradio.de/dkultur/sendungen/thema/1461396/
[18] Barrouhi Abdelaziz. Les triumvirs de Carthage. // Jeune Afrique, 27.11-03.12.2011, p. 10.
[19] Слово (Лиссабон), 26.03.2011.
[20] «Ан-Нахда»: между страхом и надеждой. // Euronews, 22.10.2011 – на: http://ru.euronews.net/2011/10/22/ah-haxaa-mexay-ctpaxom-n-haaexon/
[21] См.: Ennahda Movement. // WikipediA – at: http://en.wikipedia.org/wikiEnnahda_Movement
[22] Le Maghreb, 13.11.2011.
[23] Reynaert F. Le nouveau défi islamiste. // Le Nouvel Observateur, 03.11.2011, p. 62.
[24] Слово, 26.03.2011.
[25] Clémençot J. En Tunisie, Yadis nargue la crise. // J.A., 27.11-03.12.2011, p. 108.

А.Б. Подцероб. Тунис: возрождение «Ан-Нахды». მასალა თარგმნა – პაპავა ვასილი (2012 წ., ივლისი).

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:aryamehr
aryamehr
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0