x
პოლიტიკური სიტუაცია ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ (ოქტომბერი–ნოემბერი, 2011 წ.)

ლიბიის სამოქალაქო ომი მუამარ კადაფის რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეების შორის ფაქტობრივად დასრულდა ჯამაჰირიის ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ (2011 წ. 20 ოქტომბერი). თუმცა, როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში – «გამარჯვებულებმა» დაიწყეს შიდა დაპირისპრირება ხელისუფლებაში თავიანთი პოზოციების გასამყარებლად.

ნოემბერში, ლიბიის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე წარმოიშვა მოულოდნელი (თუმცა ადვილად პროგნოზირებადი) პრობლემები ახალი «ნაციონალური არმიის» შექმნის პროცესში. ეს პრობლემები ძირითადად დაკავშირებული იყო იმ ჯგუფების არაორდინარულობით, რომლებსაც ახლო წარსულში ეძახდნენ – ამბოხებულებს. დღესდღეობით მათ შორის უკვე აშკარად გამოირჩევა სამი ჯგუფი («ბრიგადა») – შეიარაღებული ძალები, რომლებიც ებრძოდნენ მ. კადაფის რეჟიმს.

– პირველი ჯგუფის მცირერიცხოვანი «ბრიგადა» დაკომპლექტებულია ძირითადად ყოფილი საკადრო სამხედრო მომსახურეებით და ჯარისკაცებით, რომლებიც გადავიდნენ ამბოხებულთა მხარეს. ეს ფორმირებები ძირითადად ხასიათდება დაკომპლექტების ექსტერიტორიული პრინციპით, მათ მებრძოლებს გააჩნიათ გარკვეული უნარები სხვადასხვა ტიპის იარაღის ფლობაში, მათ მეთაურებს კი გარკვეული ოპერატიულ–ტექნიკური გამოცდილება, ასევე შედარებით მაღალი დონის დისციპლინა.

– «ბრიგადის» მეორე ჯგუფი დაკომპლექტებულია ძირითადად ე.წ. «რევოლუციონერებით», რომლებიც გაერთიანებულნი არიან ამ ფორმირებებში ტერიტორიულ–ტომობრივი პრინციპით. ამ ბრიგადების მეთაურებს აქვთ ბევრი დაუკმაყოფილებული ამბიციები, რადგან ზუსტად თავის მებრძოლებს ისინი მიიჩნევენ «ლიბიის რევოლუციის» მთავარ მამოძრავებელ ძალად.

– «ბრიგადის» მესამე ჯგუფი შედგება ძირითადად ისლამისტებისაგან, რომლებსაც ერთ დროს ქონდათ ურთიერთობა «ლიბიის მებრძოლი ისლამისტთა ჯგუფთან». ზუსტად ამ ჯგუფის ბრიგადები (მეამბოხეთა შორის), რომლებიც არიან გაერთიანებულნი საერთო იდეებით, კადაფის ძალებთან სამხედრო მოქმედებების დროს წარმოადგენდნენ ძირითად დამრტყმელ ძალას. ამ ბრიგადების მებრძოლები, როგორც წესი, საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი სამხედრო საქმეებში. ბევრმა მათგანმა გაიარა სამხედრო პრაქტიკა – ავღანეთში, ერაყში, ჩეჩნეთში. მესამე ჯგუფის ბრიგადების შორის დამყარებულია მკაცრი დისციპლინა.

რაც შეებეხა «ლიბიის მებრძოლი ისლამისტთა ჯგუფს», 2011 წ. თებერვლიდან იგი ცნობილია როგორც «ლიბიის მოძრაობა ცვლილებებისთვის». მანამდე «ლიბიის მებრძოლი ისლამისტთა ჯგუფმა» „მოასწრო“ შესულიყო «ალ–ქაიდას ისლამური მაღრიბის ქვეყნების» განყოფილებაში. «ლიბიის მოძრაობა ცვლილებებისთვის» ერთ–ერთი ლიდერი – აბდელჰაკიმ ალ–ჰასადი იყო მოძრაობა «თალიბანის» მიერ გამოზრდილი მებრძოლი. მისი უახლოესი თანამოაზრე – აბimageდელჰაკიმ ბელჰაჯი ასევე იყო «ლიბიის მებრძოლი ისლამისტთა ჯგუფის» წევრი და ეხლა არის ქ. ტრიპოლის მოქმედი სამხედრო კომენდანტი. მისი კოლეგა ქ. ბენღაზში (ტრიპოლიტანიის პროვინციის მთავარი ცენტრი) არის – ისმაილ ას–სალაბი. მისი ძმა ალი ას–სალაბი არის «ლიბიის მოძრაობა ცვლილებებისთვის» წარმომადგენელი «გარდამავალ ეროვნულ საბჭოში».
ითვლება, რომ სწორედ ისლამისტური ბრიგადების ჩამოყალიბების და შეიარაღების პროცესი ხორციელდებოდა ყატარის საამიროს დაფინანსებით. გამოყოფილი თანხა არ იყო ტყუილუბრალოდ დახარჯული. აღსანიშნავია, რომ ქ. ტრიპოლის აღების შემდეგ, «გარდამავალი ეროვნული საბჭოს» მეამბოხეთა ყველა დანაყოფების მეთაურად დაინიშნა აბდელჰაკიმ ბელჰაჯი, რომლის პირად დაქვემდებარებაში, იმ პერიოდისთვის, იმყოფებოდა დანაყოფი 2’000 მებრძოლის ოდენობით. სამი თვის შემდეგ მებრძოლთა რაოდენობა გაიზარდა 25’000–მდე.
ისლამისტური ფორმირებების რაოდენობის მსგავსი ზრდა, იმ ვითარებაში, როცა სამხედრო გამარჯვება უკვე მოპოვებული იყო, შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი რამით: ისლამისტები ემზადებიან
სავარაუდოდ ახალი ომისათვის, რომელშიც ისინი დაუპირისპირდებიან პირველი და მეორე ჯგუფის «ბრიგადებს», პირველ რიგში – ყოფილ სამხედროებს.

ანალოგიური პერსპექტივის გააზრება არსებობს, როგორც ჩანს, ყოფილი ჯარისკაცების რიგებშიც. ზუსტად ამ ყოფილმა საკადრო სამხედროებმა, 17 ნოემბერს, ჯერ კიდევ 5 დღით ადრე, მანამ სანამ იქნებოდა ჩამოყალიბებული ქვეყნის დროებითი მთავრობა, ჩაატარეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ძველი არმიის დაახლოებით 150 ოფიცერი და უნტერ–ოფიცერი. ამ შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ქვეყნის აღმოსავლეთ ქ. ელ–ბეიდაში (შეხვედრა მიმდინარეობდა 15 ნოემბრიდან), ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ლიბიის ახალი არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა – კორპუსის გენერალი ხალიფა ბელქასიმ ხაფთარი. ამგვარად, ფაქტიურად, «გარდამავალი ეროვნული საბჭო» დადგა ფაქტის წინაშე.

შეხვედრის კომუნიკეში, რომელიც წაიკითხა ქ. ელ–ბეიდას სამხედრო
საბჭოს ხელმძღვანელმა – გენერალ ფრაჯ ბუნსეირამ, იყო აღნიშნული, რომ: «შეხვედრის მონაწილეებმა, კორპუსის გენერალი ხალიფა ხაფთარი აირჩიეს თანამდებობაზე მისი ასაკის, სამხედრო გამოცდილების, მისი ლიდერობის შესაძლებლობების გამო, ასევე მისი
შემართების გამო, რაც მან გამოიჩინა 17 თებერვლის რევოლუციის დროს». როგორც გენერალ ბუნსეირამ აღნიშნა, ლიბიის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენერალი ხ. ხაფთარის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს «გარდამავალი ეროვნული საბჭოს» მეთაურმა – მუსტაფა აბდელ ჯალილმა.
imageრამოდენიმე დღით ადრე, საჰაერო ძალების ყოფილმა პოლკოვნიკმა იბრაჰიმ ალ–ფიტურიმ განაცხადა, რომ: «გარდამავალი ეროვნული საბჭოს პოზიცია არმიასთან დაკავშირებით რჩება გაურკვეველი, რადგან ისლამისტები, რომლებიც სარგებლობენ ყატარის საამიროს მხარდაჭერით, აბრკოლებენ რეგულარული არმიის აღორძინების პროცესს».
მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა ხ. ხაფთარის გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, შემჩნეულ იქნა, კერძოდ, გენერალი სულეიმან მაimageჰმუდი – მეამბოხეთა «გენერალური შტაბის» ყოფილი უფროსის გენერალი აბდელფათთახ იუნესი ალ–ობეიდის დაახლოებული პირი. მუამარ კადაფის რეჟიმის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეთაური (იგი გადადგა თანამდებობიდან 2011 წ. 22 თებერვალს) აბდელფათთახ იუნესი, რომელიც გადავიimageდა ამბოხებულების მხარეს, მოკლულ იქნა 28 ივლისს ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ამ სხდომაზე მყოფმა «რევოლუციური» ბრიგადების რამდენიმე ათეულმა წარმომადგენელმა მალევე დატოვა იგი.
მცირე საინტერესო ინფორმაცია გენერალ ხ.ბ. ხაფთარზე. იგი – პროფესიონალი საკადრო ჯარისკაცია. ქ. ბენღაზის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული, სამომავლოდ აგრძელებდა სპეციალური განათლების მიღებას საბჭოთა კავშირის ერთ–ერთ სამხედრო აკადემიაimageში. მას შემდეგ რაც ლიბიამ წააგო სამხედრო კონფლიქტი ჩადთან (1986–1987 წწ.), რომელმაც გამოავლინა ლიბიის არმიის მოუმზადებლობა და მისი უუნარობა ეწარმოებინა ხანგრძლივი აქტიური სამხედრო მოქმედებები მოწინააღმდეგესთან, ხაფთარმა მალევე დატოვა არმიის როგები. იგი გაიქცა ჯამაჰირიიდან და 90–იან წლებიდან ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (2001 წ. ფრანგული გაზეთის «ლე მონდ დიპლომატიკის» გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ხ. ხაფთარს ქონდა დამყარებული მჭიდრო ურთიერთობა აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთან). ლიბიაში ამბოხების დაწყების შემდეგ, ხ. ხაფთარი დაბრუნდა სამშობლოში (2011 წ. მარტი) და შეუერთდა ამბოხებულებს.
ხ. ხაფთარის დანიშვნა „მტრულად“ მიიღეს «რევოლუციური» ბრიგადების ზოგიერთმა საველე მეთაურმა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ე.წ. «ყოფილი ამბოხებულთა კავშირში». ისინი, როგორც ჩანს, შიშობენ, რომ ხ. ხაფთარი შეეცდება ბოლო მოუღოს ანარქიას და თვითნებობას, რომელიც იყო ნებადართული და ეხლაც დაშვებულია, რაც მათ აძლევს მნიშვნელოვან ავტონომიას და ყველაფრის კეთების უფლებას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, და მიაღწევს ამ ბრიგადების განიარაღებას. ამ საველე მეთაურებმა მოითხოვეს – არ დაენიშნათ გენერალური შტაბის უფროსი, მანამ სანამ არ იქნებოდა ფორმირებული ქვეყნის დროებითი მთავრობა.
როგორც ნათქვამია «ყოფილი ამბოხებულთა კავშირშის» კომუნიკეში, ლიბიის არმიის გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელი «შერჩეულ უნდა იქნას იმ მებრძოლთაგან, რომლებიც იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე» მ. კადაფის რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ე.ი. «რევოლუციური» ბრიგადების მეთაურთაგან. რათა გარკვეულწილად განეიტრალებულიყო სამხედროთა კლანი, «ყოფილი ამბოხებულთა კავშირმა» ამ კომუნიკეს გასახმოვანებლად გამოიყენა სამხედრო პირი საკუთარი რიგებიდან – გენერალი მუნირ მსააედი (ქ. ბენღაზის მკვიდრი). მან ასევე განაცხადა, რომ: «ყოფილ ამბოხებულთა კავშირი არ არის ხაფთარის პიროვნების წინააღმდეგ, მაგრამ იმ მეთოდის წინააღმდეგია, რომელიც გამოყენებულ იქნა მისი დანიშვნის დროს». «ჩვენ ჯერ უნდა შევთანმხდეთ შერჩევის კრიტერიუმებზე, მანამ სანამ ვინმეს დავნიშნავთ» – განაცხადა მ. მსააედმა.

ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ყოფილი სამხედროების ჯგუფები გამოდიოდნენ სხვადასხვა ტერიტორიების და კლანების ინტერესების გამომხატველად.

თავის მხრივ «ყოფილი ამბოხებულთა კავშირის» დედაქალაქის განყოფილების უფროსი აბდალა ნაკერი აღნიშნავს, რომ «დროებით მთავრობაში საკვანძimageო ადგილები უნდა დაიკავონ ყოფილმა მეამბოხეებმა». «ჩვენთან არავის გაუვლია კონსულტაცია გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით, – განაცხადა მან. ჩვენს შორის არსებობენ კომპეტენტური ადამიანები, მაგრამ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება წარმოგვედგინა ჩვენი კანდიდატები ამ თანამდებობაზე». «გენერალური შტაბის უფროსი უნდა იყოს მხოლოდ ყოფილი მეამბოხე, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში» – განაცხადა ა. ნაკერმა, რომლის დაქვემდებარებაშია დაახლოებით 22’000 მებრძოლი (გეოგრაფიულად
– 70 სხვადასხვა წარმოშიბის ბრიგადიდან).
და როგორც ჩანს «რევოლუციონერებმა» თავისი გაიტანეს. ქ. ზინტანის «რimageევოლუციონერთა» ბრიგადის მეთაური უსამა ჯუილი 22 ნოემბერს დაინიშნა ლიბიის დროებით მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რაც უფრო მოჩვენებითს ქმნის ხ. ხაფთარის პერსპექტივას გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ქ. ზინტანის მეამბოხებულებს ბოლო წუთამდე ყავდათ ტყვეობაში კადაფის შვილი – საიფ ალ–ისლამ კადაფი. ჯუილის „კოლეგა“ – ქ. მისურატას ბრიგადის მეთაური ფავზი აბდimageელალი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის თანამდებობაზე.
თავის პირველ კომუნიკეში ლიბიის დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა თავისი პრიორიტეტები – «უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება». მთავრობამ დადო პირობა, რომ «მხარს დაუჭერდა გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალისხმევას ეროვნული შერიგების მისაღწევად», რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არსებობს ორხელისუფლებიანობა, რომელიც წარმოდგენილია დროებითი მთავრობით და «გარდამავალი ეროვნული საბჭოთი». მანამდე «გარდამავალი ეროვნული საბჭო»–მ განაცხადა, რომ გადააბარებს დროებით მთავრობას სრულ ძალაუფლებას მაშინ, როცა იგი ჩამოყალიბდება. აღმასრულებელი ხელისუფლების ახალმა სტრუქტურამ ასევე გამოთქვა თავისი განზრახვა «აღადგინოს ეროვნული არმია და უსაფრთხოების ძალები».
28 ნოემბერს, ლიბიის ულამებმა მოუწოდეს ახალ ხელისუფლებას კონტროლზე აეყვანათ მოსახლეობაში იარაღის გავრცელება. უფრო მეტიც, მათ განაცხადეს, რომ იარაღით ვაჭრობა „აკრძალულია რელიგიით“ და მოუწოდეს ლიბიელებს შეესრულებინათ ხელისუფლების მოთხოვნა ჩაებარებინათ იარაღი. ეს მოწოდება გაჟღერდა ლიბიის ულამების პირველი შეხვედრის მონაწილეების მიერ (შეხვედრა ჩატარდა ქ. ტრიპოლიში რელიგიურ საკითხთა სამინისტროს ორგანიზებით).


იმავდროულად, 1 ნოემბერს ცნობილი გახდა ლიბიის დროებითი
მთავრობის მეთაურის სახელი (დაინიშნა «გარდამავალი ეროვნული საბჭოს» მimageიერ). იგი გახდა აბდელ რაჰიმ ალ–კიბი – ქ. ტრიპოლის უნივერსიტეტის მასწავლებელი. მან დაუყოვნებლივ დადო პირობა, რომ ახალი მთავრობა იქნება „გამჭვირვალე“ და რომ მასში არ იქნებიან წარმოდგენილნი ყოფილი რეჟიმის ფუნქციონერები.
24 ნოემბერს, ლიბიის ფინანსთა და ნავთობის ყოფილმა მინისტრმა ალი ტარხუნიმ განაცხადა, რომ ლიბიის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშაა. «დადგა ჩემი საუბრის, გულრწფელი საუბრის დრო. ის ხმები რომელიც ისმimageის დღეს, არის ელიტის ხმა გარდამავალი ეროვნული საბჭოს სახით», – შეახსენა მან. «ჩვენ გვესმის ასევე მათი ხმები, რომლებიც სარგებლობენ გარე ძალის მფარველობით, ღებულობენ მათგან ფულს და შეიარაღებას, – განაცხადა ტარხუნიმ (აშკარად გულისხმობდა ყატარის საამიროს, თუმცა პირდაპირ არ მიუთითებია). რამოდენიმე ქვეყანა იყო ჩვენს მხარეზე /ბოლო პერიოდში/, და ყველა ამ ქვეყანას გააჩნია თავისი ინტერესი. ზოგიერთმა მათმა ჩათვალა, რომ მათ აქვთ ჩვენზე გავლენა, მაგრამ ეს მცდარი აზრია».
ნოემბერში ასევე თავი იჩინა ლიბიის საზოგადოების განხეთქილების მორიგმა საშიშროებამ. 27 ნოემბერს, დაახლოებით 500–ზე მეტმა ლიბიელმა ბერბერმა ქ. ტრიპოლიში გამართა მანიფესტაცია «გარდამავალი ეროვნული საბჭოდან» მათი „გარიყვის“ წინააღმდეგ. ბერბერებმა ასევე მოითხოვეს ოფიციალური აღიარება მათი ენისა და თვითმყოფადობისა. ორი დღით ადრე, «ამაზიგების ეროვნულმა კონგრესმა» მოუწოდა ყველა ლიბიელს, და კერძოდ, ბერბერებს, არ ეურთიერთოთ მათ ქვეყნის გარდამავალ მთავრობასთან.
ლიბიის 6–მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 10% შეადგენენ ბერბერები. მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა ძველი რეჟიმის დამხობაში და იმედოვნებდნენ, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებდა ამას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, ბერბერების თვითმყოფადობის აღიარების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ისლამისტები.

ნოემბრის თვის ეკონომიკური სიახლეების შორის უნდა აღინიშნოს ლიბიის ეროვნული ნავთობ–კომპანიის /NOC/ მეთაურის ნური ბერუინას განცხადება, რომლის მიხედვითაც ნოემბერში ლიბიამ ნავთობის მოპოimageვების ახალ ნიშნულს მიაღწია – 600 ათასი ბარელი დღეში, 2011 წლის ბოლოსთვის კი ამ კოეფიციენტის გაზრდა ივარაუდა – 800 ათასამდე დღეში. მისი თქმით, ამ 600 ათასი ბარელიდან 140 000 მიედინება ლიბიის ნავთობ–გადამამუშავებელ ქარხანაში, დანარჩენი – გადის ექსპორტზე. ბერუინას მიაჩნია, რომ ლიბიას შეუძლია 2012 წლის ბოლოსათვის დაუბრუნდეს ომამდელ წარმოების დონეს – 1, 6 მილიონი ბარელი დღეში.
В.В. Куделев. «Ситуация в Ливии: ноябрь 2011 г.». მასალა თარგმნა – პაპავა ვასილი (2012 წ., 25 ივნისი).

1
103
3-ს მოსწონს
ავტორი:aryamehr
aryamehr
103
  
0 1 1