x
image
ეკა ლაცკა
"თქვენ ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც გიგებენ, რომლებსაც უყვარხართ და რომლებთანაც შეგიძლიათ გულწრფელად დაიცალოთ!"- სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
image

ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული ბიზნესმენი - სტივ ჯობსი!

ადამიანი, რომელმაც შექმნა Apple და ანიმაციური სტუდია Pixar.

ჯობსის აღმასვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როცა მან და მისმა მეგობარმა სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნეს. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჯობსს ბევრი სირთულე შეხვდა, თუმცა მან მაინც მაინც მოახერხა და კომპანია „ეპლი“ მსოფლიო ბრენდად აქცია. დღეს ნებისმიერი ადამიანი იცნობს „ეპლის“ ლოგოს: მოკბეჩილ ვაშლს.


მის მიერ შემუშავებულმა და სრულყოფილმა კომპიუტერებმა თუ აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ „ციფრული რევოლუციის“ მამას. სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ორატორი, რომელსაც თავად გამოჰქონდა პრეზენტაციებზე ინოვაციური პროდუქტები და სახალისო შოუებსაც დგამდა.

სტივ ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა სიმსივნით და დატოვა ათასობით მიმდევარი, რომელიც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უდიდეს პატივს სცემს.

image

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კაცს რომელმაც ეპოქა შექმნა, უთქვამს:


“მე მივაღწიე წარმატების პიკს ბიზნეს სამყაროში. სხვების თვალით ჩემი ცხოვრება წარმატების არავისთან იგივდება. თუმცა იგი მხოლოდ მუშაობის პროცესითაა სავსე და ნაკლები სიხარულით.

ბოლოს და ბოლოს, სიმდიდრე უბრალოდ ფაქტია ცხოვრებაში, რომელსაც შევეჩვიე.

ამ წუთში, როცა მძიმე ავადმყოფი ვწევარ საწოლში და თვალს ვავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვაცნობიერებ, რომ ყველა წარმატება და აღიარება, რომელიც მაქვს, უაზრობაა… მოკლებულია უმაღლეს აზრს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე..


თქვენ შეიძლება აიყვანოთ თქვენი ავტომანქანისთვის მძღოლი, შეიძლება აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გამოიმუშავებენ ფულს თქვენს გასამდიდრებლად, მაგრამ ვერ აიყვანთ მთელი თქვენი ქონებით და ავლადიდებით ვერავის, ვინც თქვენს ნაცვლად ამ ავადმყოფობას აიტანს და ზიდავს…

შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია – ვერ იყიდი “სიცოცხლეს.”

image


გააფუფუნეთ თქვენი თავი და დააფასეთ სხვები.


რაც გვემატება წლები, მით უფრო გონიერები ვხდებით, რომ საათი, რომელკც $30 ღირს და საათი, რომელიც $300 ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს.
150 000 $-იანი ავტომანქანით ვივლით, თუ 20 000$-იანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგვიყვანს.


სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, 300 კვადრატული მეტრი ფართობისაა თუ 3000 – ორივეში ერთნაირად მარტოსული ხარ….


თქვენი ნამდვილი შინაგანი ბედნიერება მატერიალური ნივთებიდან არ გამომდინარეობს….


რა მნიშვნელობა აქვს პირველი კლასით მიფრინავ თუ ეკონომ-კლასით, თუ თვითმფრინავი ვარდება…


თქვენ ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც გიგებენ, რომლებსაც უყვარხართ და რომლებთანაც შეგიძლიათ გულწრფელად დაიცალოთ!


image


ხუთი ფაქტი, რომელზეც კამათი უაზრობაა:


1. ნუ აღზრდით შვილებს ისე, რომ იყონ მდიდრები. აღზარდეთ ისინი ისე, რომ იყონ ბედნიერები… როცა ისინი გაიზრდებიან, ეცოდინებათ საგნების ფასეულობები და არა ფასები.


2. მიირთვით საკვები, როგორც წამალი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წამლებს საკვების ნაცვლად…


3. ისინი, ვისაც უყვარხართ არასდროს მიგატოვებენ მაშინაც კი, თუ 100%-იანი მიზეზი აქვთ უარი თქვან თქვენზე. ასეთები ყოველთვის იპოვიან ერთ მიზეზს მაინც, რომ არ დაგტოვონ..


4. არსებობს დიდი განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის: იყო ადამიანი და იყო ადამიანური.


5. თუ თქვენ გინდათ იაროთ ჩქარა, იარეთ მარტო. მაგრამ თუ თქვენ გინდათ წახვიდეთ შორს, იარეთ ერთად.

image

მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ექიმი ცხოვრების ყველა ეტაპზე ეს არის:


1.მზის სინათლე


2.დასვენება


3.სპორტული ვარჯიში


4.დიეტა


5.საკუთარი თავის რწმენა


6.მეგობრები

image


0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0