x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნოდარ მელაძეს და თეა ცეცხლაძეს ტყუპები შეეძინათ
image


რუს­თა­ვი 2-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე მამა გახ­და. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს. რო­გორც მე­ლა­ძე ამ­ბობს, გო­გო­ნე­ბი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლებ­საც ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო და­არ­ქვა.


"სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის" - წერს მე­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".


ის, რომ რამდენიმე დღეში ტყუპებს ელოდებოდა ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.



ბავ­შვე­ბის დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცე­ცხლა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე წლე­ბია მე­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია და ამას ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, ბო­ლოს კი "რუს­თა­ვი 2"-ში მუშაობდა.



0
844
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0