სიახლეები საშიშია თუ არა 30 წლის შემდეგ შპაგატის გაკეთება? 2019, 25 აგვისტო, 10:52 ჯანმრთელი ცხოვრების რიტმი თანამედროვე მოდისთვის განუყოფელ ნაწილად იქცა. თანდათან პოპულარული ხდება ისეთი სურათების გამოქვეყნება, სადაც გოგონები შპაგატის კეთებით იწონებენ თავს. მაგრამ ღირს კი საშუალო ასაკში ამ ტენდენციის ადევნება და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის? ნაწვიმარზე ახალამოსული სოკოებივით სწრაფად მრავლდებიან ფიტნეს დარბაზები და მათი პირადი ფიტნეს ინსტრუქტორები. თავად შპაგატი კი ყველა დაავადების პანაცეად მიიჩნევა და რაც მთავარია ქალური ენერგიების გარეთ გამოშვების საშუალებად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტიმური ცხოვრების მოწესრიგებას. თუ მათ დავუჯერებთ, ამისთვის ფეხების რაც შეიძლება განზე გაწევაა საჭირო. ფიტნეს დარბაზების რეკლამები კი იმდენ რამეს ჰპირდებიან პოტენციურ კლიენტებს, ზოგი მართლაც ებმევა მათ "მახეში" და რამდენიმე ხნის შემდეგ მიღწევების ფოტოებითაც ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. მაგრამ ზოგჯერ ასეთი ფიზიკური დატვირთვა სულაც არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდომარეობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სხვა ბევრ წვრილმანზე. მითუმეტეს თითქმის ყველა ფიტნეს მწვრთნელი გაიძახის - რეგულარულად! მათი აზრით საკმარიასია დღის განმავლობაში მინიმუმ 20-30 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს, სისტემატიურად. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ მოზრდილი ასაკის ადამიანების ძვლებს გაცილებით ძნელად შეუძლიათ გაწელვებზე რეაგირება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში. თუ შპაგატის ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩაეწერებით, აუცილებლად ყური დაუგდეთ თქვენი ორგანიზმის შეგრძნებებს, არ მისცეთ უფლება მწვრთნელს, იმაზე მეტი გაგაკეთებინოთ, ვიდრე ეს თქვენს სხეულს შეუძლია და ვარჯიშის დროს მწვავე ტკივილები გეწყებათ. გიყვარდეთ საკუთარი სხეული და პატივი ეცით მას, ნუ მოითხოვთ თქვენი სხეულისგან ძალიან ბევრს მოკლე დროში. მაშინ თქვენ შეძლებთ შპაგატის გაკეთებას. ასევე ნახეთ დაკარგული ლიბიდო და სურვილები, რისი დაბრუნებაც ყველა ქალს შეუძლია. გოგრა ყველაზე გამაახალგაზრდავებელ ბოსტნეულად დასახელდა რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად ჯენიფერ ლოპესის რჩევები, როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად 5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე 154 1-ს მოსწონს
|