ქალი დაკარგული ლიბიდო და სურვილები, რისი დაბრუნებაც ყველა ქალს შეუძლია. 2019, 18 აგვისტო, 21:24 ლიბიდოს დაქვეითება ბევრ ქალს აწუხებს, მაგრამ ყველა არ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ეპყრობით საკუთარ გარეგნობას. საკუთარი თავით უკმაყოფილება შეიძლება სურვილების გაქრობის მიზეზი გახდეს. საქმე იმაში კი არაა, რომ თავი იდეალურ მდგომარეობაში იგრძნოთ, თქვენს მკაცრ სტანდარტებში, ფორმებში, არამედ იმაში, რომ საკუთარი თავი მიიღოთ და შეიყვაროთ ისეთი, როგორიცაა. დაიწყეთ საკუთარი თავის მოვლა რეგულარულად, დაე ეს თქვენთვის რიტუალი გახდეს- ყოველ დღე თავს თუნდაც ნახევარი საათი გამოუყავით, რომ გაიკეთოთ ნიღაბი, წაისვათ კრემი, დაივარცხნოთ თმა. თუ სახლის პირობები არ გშველით, მიეცით თავს სალონში გასეირნების უფლება, მაგალითად, თვეში ერთხელ ეწვიეთ მასაჟისტს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გარისკოთ და იმიჯი შეიცვალოთ. შესაძლოა, რახანია უკვე გეგმავდით თმის ფერის შეცვლას ან ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებას. თუ აქამდე არ იყავით სპორტით დაკავებული, მაშინ ზუსტად ის დროა თქვენთვის სასურველი სპორტული აქტივობა აირჩიოთ. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმის ინტენსიური დატვირთვა გამოყოფს სიხარულის ჰორმონებს. ყურადღებით მოეკიდეთ დასვენების რეჟიმს. თუ თქვენ მხოლოდ მუშაობთ, ცოტა გძინავთ, ცუდად იკვებებით, რეგულარულად სვამთ, ეწევით, თქვენი სხეულიც შესაბამისად გიპასუხებთ დაღლილობით და მოთენთილობით. ასეთ მდგომარეობაში კი ყოველგვარ აღგზნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია... და თუ თავიც გიყვართ, სხეულიც, მაგრამ სურვილები მაინც არ გაქვთ, მაშინ შეეცადეთ ინტიმური ვარჯიშები გააკეთოთ. ინტიმური კუნთების ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის საშვილოსნოს არეში გადინებას, რაც აძლიერებს სექსუალურ სურვილებს. შესაძლოა, სურვილები იმიტომ დაგეკარგათ, რომ თქვენი ურთიერთობები ერთფეროვანი და სულერთი გახდა. რათქმაუნდა, ასეთი რამ დრო და დრო ხდება ხოლმე და ეს ნორმალურია. ამის გამოსწორება კი ნამდვილად შეიძლება. სცადეთ პარტნიორს შეუთანხმდეთ, რომ კვირაში ერთხელ პაემანზე წახვიდეთ, რა დროსაც ერთმანეთზე ისაუბრებთ და უკეთ გაეცნობით ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გასეირნება, რესტორანში ვახშმობა ან რომანტიული საღამო სახლში. მოიშორეთ ცოტა ხნით ნებიმიერი გაჯეტი, გამორთეთ ტელევიზორი და კონცენტრირება ერთმანეთზე მოახდინეთ. გარდა ამისა შეგიძლიათ ერთმანეთს სურპრიზები მოუწყოთ: მაგალითად, შეგიძლიათ პარტნიორს მოსადუნებელი აბაზანა მოუმზადოთ, მასაჟის სეანსზე წაიყვანოთ, უყიდოთ ახალი არაჩვეულებრივი თეთრეული ან მოუმზადოთ რამე არატრადიციული საჭმელი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აფროდიზიაკი, რომელიც იწვევს აღგზნების შეგრძნებას. კურკუმა, კამა, ანისი, კარდამონი ითვლებიან ლიბიდოს აღმდგენელ სუნელებად. პროდუქტებიდან აირჩიეთ მოლუსკები, შავი შოკოლადი, ფორთოხალი, ლეღვი და თხილი. ასევე ნახეთ რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად ექიმების დასკვნით ამ ასაკიდან მზად არიან სექსისთვის ოთხი მთავარი კითხვა პირველ პაემანზე 5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში? 281 1-ს მოსწონს
|