x
რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში ?
image


WomanHit შეეცადა გაერკვია, რას არ ურიგდება არცერთი ძლიერი სქესის წარმომადგენელი.


მამაკაცს შეუძლია დაუსრულებლად იამაყოს თავისი მიღწევებით, არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიული მიღწევა იქნება თუ პირადი, მაგრამ ამ მხრივ ისინი ჩრდილში ყოფნას არჩევენ: როგორც მიხვდით, საქმე ინტიმს ეხება. პრაქტიკულად ყველა მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია ქალთან საუკეთესო მხარე წარმოაჩინოს, ამიტომაც ისინი ინტიმურ ცხოვრებაში მგრძნობიარეები არიან, რადგან უიღბლობის შიში მუდმივად თან სდევთ.


წარუმატებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში



ასეთი შიში უსაფუძვლოდ არ ჩნდება: შესაძლოა, ადრე მას უკვე შეემთხვა მსგავსი შემთხვევა, რის გამოც ქალსაც შერცხვა და თავადაც. საკმარისია ასეთი შემთხვევა თუნდაც ერთხელ მომხდარიყო, მამაკაცს უჩნდება ეჭვი თავის მამაკაცური ძალის შესაძლებლობებში.


როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ დროს


პირველ რიგში, არანაირი კრიტიკა, თუ მამაკაცი თქვენთვის ძალიან ძვირფასია. შეეცადეთ მოდუნდეთ და რამდენიმე ხნის შემდეგ სცადოთ გამეორება თავიდან. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება გააკეთოთ - დაიწყოთ მომხდარის განხილვა. მაგის დრო მართლაც არაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის პოტენციური პრობლემა მუდმივ ხასიათს მიიღებს, ფრთხილად მიანიშნეთ სპეციალისტთან ვიზიტზე. თუ დაგთანხმდათ კამპანია გაუწიოთ ვიზიტისას, ის აუცილებლად დააფასებს თქვენს მხარდაჭერას.


ფინიშთან პირველი მისვლის შიში


სინამდვილეში მიზეზი, რატომაც მამაკაცი უფრო მალე რჩება სექსს, ვიდრე თქვენ გააცნობიერებთ, საერთოდ რა ხდება, ძალიან ბევრია. რაც შეიძლება ერთეული შემთხვევებიც იყოს, ან დამოკიდებული იყოს სიტუაციაზე, დაკავშირებული მამაკაცის ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევებთან.


როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ დროს


როგორც წინა შემთხვევისას, ახლაც არაა დრო მომხდარის განსახილველად, მამაკაცი ისედაც არაა მწყობრში იმის გამო, რომ ქალის დაკმაყოფილება ვერ მოახერხა და ამ დროს კითხვები: "ასე ხშირად გემართება?..." მაგრამ თუ ასეთი შემთხვევა ხშირად ხდება, მაშინ უკვე არის აღელვების მიზეზი. ერთეული შემთხვევებისას, რომლებიც შეიძლება სტრესის ან სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, პანიკა არ ღირს. შესაძლოა ეს ორგანიზმის ხასიათი იყოს.


მას ეშინია, იმედები არ გაგიცრუოთ


როცა კაცი ყურებამდე შეყვარებულია, მას არ შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები: მას ჰგონია, რომ ისეთი კარგი არაა თავისი რჩეულისთვის. მანამდეც თუ არასდროს ჰქონია პრობლემა ინტიმურ ცხოვრებაში, ქალს შეუძლია მისი რწმენა შეარყიოს. მამაკაცისთვის საკუთარი უიღბლობა კატასტროფის ტოლფასია, მისთვის იმაზე საშინელი გასაცნობიერებელი არაფერია, როცა თავის საყვარელ ქალს ვერ აკმაყოფილებს.


როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ დროს


თუ შეამჩნევთ ასეთ ეჭვს თქვენს მამაკაცში, შეეცადეთ მას რომანტიული სურპრიზი გაუკეთოთ, იმის საჩვენებლად, რომ გიჟდებით მასზე და მის ქმედებებზე. ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობები ცამდე წევს მამაკაცის თვითშეფასებას.







ასევე ნახეთ

რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ


სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს


5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს


სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ

0
527
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0