ქალი და მამაკაცი მამაკაცი ფორმაში: რატომ იხიბლებიან ქალები? 2019, 5 სექტემბერი, 9:18 ქალებს მამაკაცები ფორმაში იმიტომ კი არ მოსწონთ, რომ ფორმაა ლამაზი და მათ უხდებათ ( მართლაც როგორ უხდებათ?!), არამედ იმიტომ, რომ ვინც ფორმაშია, დაცვის, იმედის, უსაფრთხოობის განცდის, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიღარიბის არქონის ასოციაციას იწვევს. საუკუნეებია ქალში ფორმიანი მამაკაცები ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ჯერ კიდევ ქვის ხანაში სჭირდებოდა ქალს დაცვა ველური ცხოველებისგან და მეზობელი ტომებისგან. ქალისა და ბავშვების მტრისგან დაცვა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო. ამიტომ ქალები მუდამ ირჩევდნენ ყველაზე ძლიერ მამაკაცებს, ნავარჯიშებს და ათლეტურებს, რომლის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. ადრე ასეთი მამაკაცების პოვნა გუმანზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეომრები გამოჩნდენ და თავის მხრივ სამხედრო ფორმებიც გამოჩნდა, გადარჩენის იმედისა და უსაფრთხოების ძებნა გაცილებით გაადვილდა. დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, რა გავლენას ახდენს მდედრობით სქესზე მამაკაცები სამხედრო ფორმაში. მათ ანალიზისთვის მეორე მსოფლიო ომის მერენდელი პერიოდის დემოგრაფიული სტატისტიკა გამოიყენეს. შედეგმა გამოავლინა, რომ იმ ვეტერანების ოჯახებში, რომლებსაც ჯილდოები ჰქონდათ, გაცილებით მეტი ბავშვი იბადებოდა, ვიდრე მათ ოჯახებში, ვინც ომიდან ჯილდოს გარეშე დაბრუნდნენ. "გმირები მეტად უყვარდათ"- ამბობენ მკვლევარები. ამ კვლევას მეორე ნაწილიც ჰქონდა. ქალებს შესთავაზეს აერჩიათ ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები წარმატებული სამხედრო პირებიდან, სპორტსმენებიდან და ბიზნესმენებიდან. კვლევაში მონაწილე ქალების უმეტესობამ საკუთარი არჩევანი სამხედრო პირებზე შეაჩერეს. რომლებსაც სამხედრო ფორმა ეცვათ, გაცილებით მომხიბვლელებად აღიარეს. ხოლო სპორტში და ბიზნესში წარმატებულ მამაკაცებს ასეთი გაძლიერებული ყურადღება არ ერგოთ. 2005 წელს Oxford-ის გამომცემლობამ გამოსცა წიგნი სახელწოდებით "Uniforms Exposed: From Conformity to Transgression", რომელშიც უნიფორმა, მათ შორის სამხედრო ფორმა, ყველანაირად განიხილეს, როგორ მოქმედებს მსოფლიო მოდაზე და ქალი როგორ რეაგირებს მამაკაცზე, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია. ამ წიგნის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, ქალების სიყვარული კიტელისა და სამხრეების მიმართ აიხსნება იმით, რომ "დაუფიქრებელი საგმირო მოქმედებები და მუსკულატურა, სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება და შესაძლებლობები იწვევს აღგზნებას". ასევე ნახეთ ოთხი მთავარი კითხვა პირველ პაემანზე სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ 5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი რა სურთ ქალებს? ამ პასუხს ნამდვილად ვერ იფიქრებდითროგორი ფანტაზიები აქვთ ქალსა და მამაკაცს სექსში 158 1-ს მოსწონს
|