საზოგადოება "იდი ნახუი, ქიბარ. არ მუშაობს ეგ შენი ბონუსების თემა, 36 კბილავ" - ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს 2019, 23 აგვისტო, 17:34 სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის 100 % - ის წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ხალვაშის თქმით, გვარამია სააკაშვილთან ერთად კომპანიას მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში ანგრევდა, რის შემდეგაც, გვარამია უკვე თანამშრომლების ბულინგზე გადავიდა და ჟურნალისტებს არხს, მათზე განხორციელებული "ფსიქოლოგიური ზეწოლის" შედეგად ატოვებინებდა: "რუსთავი 2 ის ჯალათი. პირუტყვის ჯოგი გონია ჟურნალისტები, თვითონ 36 კბილა ცხენს. იდი ნახუი, ქიბარ. არ მუშაობს ეგ შენი ბონუსების თემა და ბიძინას ფსევდონიმი რომ ხარ შენც და შენი ჩვარი სალიაც, ყველამ იცის. პირველად 25 წლის განმავლობაში ჩამოშალეთ არხი და პირველად რუსული გავლენის რ2 მივიღეთ" - დაწერა არხის ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.453 შეფასება არ არის |