საზოგადოება ფესტივალ ECHOWAVES-ის სცენების განრიგი ცნობილია 2019, 21 აგვისტო, 15:17 ![]() წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე შეგეძლებათ. წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც-WAVE STAGE- ზე ჰაუსის, ტექ-ჰაუსის, ტექნოს და ცოცხალი შესრულების მოსმენა შეგეძლებათ. ახალი სცენები კი ასეთია: • WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა - ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები; ![]() • TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; ![]() • BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; ![]() • OCTAGON STAGE - ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; ![]() ![]() ![]() ![]() გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ. Echowaves, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში მას CHECK IN GEORGIA წარმოადგენს. იოგა, ბოდი-არტი, ფრისბი, ფეხბურთი კალათბურთი- მუსიკის გარდა ფესტივალი სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს. 4 1-ს მოსწონს
|