x
როგორ ამოვიცნოთ ცოლიანი მამაკაცი?
image


შეიძლება არასოდეს დაგეწყოთ ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან, მითუმეტეს მისი ოჯახიდან წამოსვლის მიზეზი გამხდარიყავით. მაგრამ არც ისე იშვიათად ხდება, რომ მამაკაცები თავის სტატუსს გულმოდგინედ მალავენ. რომ არ გაებათ ცოლიანი კაცის მახეში და მისი დროებითი თავგადასავალი არ გახდეთ, დაიმახსოვრეთ მთავარი ნიშნები, რომლებიც ასეთი ტიპის მამაკაცებს ახასიათებთ.


ის თქვენთან ერთად არ ატარებს დღესასწაულებს და უქმეებს


თუ სამუშაო დღეებში მამაკაცებს შეუძლიათ ცოლებს მოუყვნენ, თუ როგორ შეყოვნდნენ სამსახურში, უქმეებზე აუცილებლად სახლში ატარებენ დროს საკონპენსაციოდ. ამიტომაც, თუ თქვენი რჩეული უკვე ზედიზედ მესამე კვირაა იმიზეზებს საქმეებს, რომ თქვენთან ერთად ვიქენდი არ გაატაროს, მინიმუმ ღირს მისი დაკავებულობის მიზეზის გაგება.



გაურბის პუბლიკას


პოპულარულ რესტორანში წასვლა, ქალაქის ცენტრალურ პარკში გასეირნება, მითუმეტეს საერთო სურათის გადაღება- არა, არა, არა. დაოჯახებული მამაკაცი ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დაგთანხმდებათ. ხალხმრავალ ადგილებში შეიძლება ბევრი ნაცნობი შეხვდეს( მათ შორის ცოლიც), თქვენ კი ერთი სურვილი გექნებათ ფოტო რომელიმე სოციალურ ქსელში მალე ატვირთოთ.


ის ხშირადაა მიუწვდომელი


განსაკუთრებით საღამოობით. ჩვეულებისამებრ, ამ დროს მისი ტელეფონი ან გამორთულია, ან უბრალოდ არ გპასუხობთ. მაშინაც კი, როცა პასუხის გაცემას გადაწყვეტს, ხმადაბლა საუბარს იწყებს და ცდილობს საუბარი მალე დამთავრდეს.


მაგრამ იმის გასარკვევად, თქვენი რჩეული მართლა არის თუ არა დაოჯახებული, პირდაპირ კითხვაზე უკეთესი მოქმედება არ არსებობს. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაშინაც კი არ თქვან სიმართლე, პასუხის გაცემის მანერა აუცილებლად მიგახვედრებთ სიმართლეს.






ასევე ნახეთ

მთავარი ნიშნები, როცა მამაკაცს თქვენგან წასვლა უნდა


რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში?


სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს


სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ


გოგომ ბიჭის ღალატი სურათზე ერთი დეტალით გაიგო


5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს

1
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
130
  
2019, 21 აგვისტო, 16:50
ამ სურათზე გამოსახული მამაკაცი არის კრის ვატსი(Chris Watts) რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ამავე სურათზე გამოსახული თავისი ფეხმძიმე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი. მე მგონი ეს სურათი ამ სტატიისთვის შეუსაბამოა და გთხოვთ შეცვალოთ სხვა სურათით.
0 1 1