ქალი და მამაკაცი მთავარი ნიშნები , როცა მამაკაცს თქვენგან წასვლა უნდა 2019, 21 აგვისტო, 11:56 შეამჩნიეთ, რომ თქვენი მამაკაცი ბოლო დროს უცნაურად იქცევა? მისი ქმედება შეიძლება აიხსნას სამსახურში გადაღლილობით ან ნიშანი იყოს, რომ მალე დაშორდებით. არ ღირს იმ მომენტამდე ცდა, თავად როდის მიგატოვებთ. თუ ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ გადაარჩინოთ. განხეთქილების პირველი ნიშნების შემჩნევისას შეგიძლიათ თავად აიღოთ ინიციატივა და პირველმა მიიღოთ ზომები. რეკავს იშვიათად სულ ახლახანს საათობით ლაპარაკობდით ტელეფონზე, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და კვირაში რამდენიმეჯერ რეკავს, თან მუდმივად თავს იმართლებს თავისი საქციელის გამო. შეიძლება კაცს მართლაც ჰქონდეს ათასი მიზეზი, რომ იშვიათად შეგეხმიანოთ, მაგრამ ასევე შეიძლება თქვენთან ყოფნით დაიღალა. შეყვარებულობის პერიოდმა გაიარა და ახლა უკვე ეშინია, რომ ურთიერთობა უფრო შორს წავა, მაგრამ თქვენი მიტოვებისთვის ჯერ მზად არაა. ერთმანეთისთვის გაუცხოვდით სექსი წარმოადგენს სერიოზული ურთიერთობების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს. ინტიმური სიახლოვის წყალობით ადამიანები ერთმანეთისთვის უფრო ახლობლები ხდებიან. რაც უფრო იშვიათადაა წყვილი ერთმანეთთან, მით უფრო ნაკლებია მათი სექსუალური ცხოვრებაც. თუ სექსი საერთოდ აღარაა ურთიერთობაში, მაშინ პარტნიორს ან სხვასთან აქვს რომანი დაწყებული ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. არ ლაპარაკობს მომავალზე საყვარელი ადამიანისთვის არაფერია დასანანებელი. მზად ვართ ბევრი დრო დავუთმოთ, ენერგია და ფული, დაუფიქრებლადაც კი. ამასთანავე ყველა ადამიანს უნდა სამაგიეროდ მიიღოს იგივე ემოციები და სიხარული პარტნიორისგან. თუ მამაკაცი მზადაა უმეტესი დრო მეგობრებთან გაატაროს, თქვენ კი ღიად გაიგნორებთ, უნდა დაფიქრდეთ. შესაძლოა ის მომავალს თქვენთან ვერ ხედავს. შეიძლება მამაკაცს ეშინია პასუხისმგებლობების და ნებისმიერ ფასად ცდილობს თავისუფლების შენარჩუნებას. და თქვენ ასე გაწყობთ? ყველაფერი აღიზიანებს თუ მოულოდნელად მამაკაცს აღარაფერი მოსწონს, რასაც აკეთებთ, თქვენს მზრუნველობას არ აფასებს, მაშინ მზად იყავით, რომ მიგატოვებთ. მამაკაცები ხშირად ბრაზდებიან ნებისმიერი მიზეზის გამო ან აგრესიას გამოხატავენ, რომ საძირკველი მოუმზადონ უფრო მნიშვნელოვან "აფეთქებას". არ ღირს მამაკაცის წინაშე ამ დროს თავის მართლება. ჯობია აპატიოთ და გაუშვათ. ენდე ინტუიციას თუ გული გიგრძნობთ, რომ ურთიერთობა ჩიხში შედის, არ დახუჭოთ თვალი ამაზე. ზოგჯერ ჯობია გაჩერდეთ და გადახედოთ ყველაფერს, ვიდრე სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებდეთ. ინტუიცია ხშირ შემთხვევაში ადამიანს არიდებს უსიამოვნო მოვლენებს და აუცილებელია უბრალოდ მიენდოთ. ასევე ნახეთ რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში? სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ რატომ არის პირველი განქორწინება კარმისთვის კარგი? სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე 259 1-ს მოსწონს
|