ასტროლოგია კოსმოსურმა აპარატმა SOHO-მ კომეტის მზესთან შეჯახება დააფიქსირა(ვიდეო) 2019, 20 აგვისტო, 21:29
ვიდეო გადაღებულია ფართო კუთხის სპექტრომეტრული კორონოგრაფიის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი სწავლობს მზის ჰალოუსს, ბლოკავს ვარსკვლავის დისკს წრიული ჩამკეტის დიაფრაგმით (თითქმის მზის დაბნელება მიიღება მინიატურაში} ობიექტი, რომელიც მზეს დაეჯახა იყო ერთერთი კომეტა სხვადასხვა ზომის ციური სხეულების ჯგუფისა, რომლებიც მზის გარშემო ტრიალებენ ძალიან მოგრძო ელიფსურ ორბიტაზე. ისინი მზისგან დაშორებული არიან მხოლოდ რამდენიმე ათასი კილომეტრით. ითვლება, რომ ამ ჯგუფის კომეტები ერთი დიდი კომეტის ფრაგმენტებია. SOHO- ს (მზის ჰელიოსფერული ობსერვატორიის) მთავარი მიზანია მზის შესწავლა. აპარატის მოწყობილობა ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას მზის ატმოსფეროს მდგომარეობის, მზის ღრმა ფენების, მზის ქარის და მზის აქტივობის შესახებ. მოწყობილობის დახმარებით, სამი ათასზე მეტი კომეტა იქნა აღმოჩენილი. 320 1-ს მოსწონს
|