სხვა პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო თამაშებზე ქართველებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს 2019, 20 აგვისტო, 11:55 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში 8-იდან 18 აგვისტომდე გაიმართა პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო თამაშები სადაც 80 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა, ჩვენს ქვეყანას 7 მოასპარეზე წარმოადგენდა, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს, აქედან ორმა ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვა.ინფორმაციას შსს- ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, კოლეგები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. პოლიციელთა და მეხანძრეთა საერთაშორისო სპორტული თამაშები 1985 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
78 4-ს მოსწონს
|