x
image
Lerato
რა დაავადებებს კურნავს კაკლის უღელი? საშუალება, რომელიც ბევრ მედიკამენტზე ეფექტურია
უპირველეს ყოვლისა ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად. როგორც სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, იოდის დეფიციტს ბევრი დაავადების პროვოცირება შეუძლია, მათ შორისაა – ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, მასტოპატია, მიომა, პროსტატის ადენომა.
ამასთან, ხშირ შემთხვევაში იოდის დეფიციტი იწვევს სისუსტეს, ხელების კანკალს, გაღიზიანებას, გულმავიწყობას, არტერიული წნევის მომატებას. იოდის დეფიციტი ძირითადად გავრცელებულია ხანშიშესულ ადამიანებში, ორსულ და მეძუძურ ქალბატონებში და ემართებათ მათ, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერის მონიტორთან.
მისი დიაგნოსტირება სირთულეს არ წარმოადგენს – საკმარისია ძილის წინ წინამხარზე რამდენიმე ხაზი გაიკეთოთ იოდში დასველებული ბამბის მეშვეობით. თუ დილით გაგიჭირდებათ მისი კვალის პოვნა ან საერთოდ ვერ აღმოაჩენთ, მაშინ პრობლემა სახეზეა. აღნიშნულ სიტუაციაში კაკლის უღლის სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში


image

მომზადების და მიღების წესი: ნახევარი ჭიქა კაკლის უღელი ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ჩაუწიეთ და 10 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. გაციებული ნახარში გადაწურეთ და თითო ყლუპი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.

მიღების ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე მერყეობს. შედეგად, თქვენი საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, სულიერ წონასწორობას აღიდგენთ, ნივთიერებათა ცვლა მოგიწესრიგდებათ და ა.შ.


კაკლის უღელი კონიუნქტივიტისგან წარმატებით გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. მომზადების და მიღების წესი: დაფქვით, მიღებულ ფხვნილს კი ნახევარი ჭიქა წყალი დაასხით, მიიყვანეთ დუღილამდე, დაბალ ცეცხლზე 20 წუთის მანძილზე გააჩერეთ. შემდეგ კი გადაწურეთ. შედეგად მიიღებთ მუქ ყავისფერ სითხეს, სადაც ბამბის ტამპონები უნდა დაასველოთ და რამდენიმე წუთით თვალებზე დაიწყოთ. აღნიშნული პროცედურა ჩაიტარეთ ერთი კვირის მანძილზე.


კაკლის უღლის ნახარშს ხალხური მედიცინა პროსტატის ადენომის და საკვერცხის კისტის სამკურნალოდ გირჩევთ.

მომზადების და მიღების წესი: 2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის მანძილზე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დააყენეთ 1 საათის მანძილზე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.


რაც შეეხება კაკლის უღლისა და არყის ნაყენს, ეფექტურად კურნავს ისეთ ავადმყოფობებს როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზიის, ფარისებრი ჯირკვალის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სახსრების დაავადებები.

მომზადების და მიღების წესი: მუქი ფერის ნახევარლიტრიან ბოთლიში 1/3 ჩაყარეთ კაკლის უღელი, ბოლომდე შეავსეთ არყით და გააჩერეთ 2-3 კვირა ბნელ და გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ.


კაკლის უღელი დაგეხმარებათ ისეთ სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორიცაა დიაბეტი.

მომზადების და მიღების წესი: 2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით არაყი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. დააყენეთ ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ მიიღეთ ყოველდღიურად 5-6 წვეთი განზავებული 2 კოვზ წყალში. მკურნალობის კურსი შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე, მისი შედეგების კონტროლს კი სისხლის ანალიზის მეშვეობით შეძლებთ.


არყით მომზადებული კაკლის უღლის ნაყენი ეფექტურია რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის დროს – უნდა შეიზილოთ მტკივნეულ ადგილას.


ხალხური მედიცინა გირჩევთ მიიღოთ კაკლის უღლის ნაყენი გაჭიანურებული სასჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, თავის ტკივილის დასაძლევად, საშვილოსნოს ფიბრომის და მასტოპატიის დროს, ნერვიული აშლილობისას და უძილობის დროს.

image

ასევე დაგაინტერესებთ:
image
image
1
1400
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1400
  
2019, 22 აგვისტო, 13:46
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის.
კაკლის უღელი ჰემოგლობინის ასაწევადაც უებარი საშუალებაა...
0 1 1