ასტროლოგია მეცნიერებმა ღრმა კოსმოსიდან რვა უცნაური რადიო სიგნალი მიიღეს 2019, 16 აგვისტო, 20:18 სწრაფი რადიოსიგნალები ჩაიწერა ბრიტანული კოლუმბიის ობსერვატორიის ჯგუფმა. ამ ფენომენის საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ ახლა ასტროფიზიკოსებს აქვთ ახალი მასალა კვლევისთვის და უკვე არსებობს ერთი ახალი ჰიპოთეზა. 2019 წლის დასაწყისისთვის, ასტრონომებმა იცოდნენ რეგულარული სწრაფი რადიოსიგნალბის მხოლოდ ერთი წყარო - FRB 121102. იანვარში მათ განაცხადეს სხვა- FRB 180814 სიგნალის აღმოჩენის შესახებ. ახალი კვლევისას, კანადელი მეცნიერები აღწერენ რვა ახალ იდუმალ სიგნალს, რომელიც აღმოაჩინა CHIME-ს ობსერვატორიამ. ათი განსხვავებული სიგნალი უკვე საშუალებას იძლევა დაიწყოს ამ ფენომენის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის შედგენა, რაც ასტრონომებს დაეხმარება გაიგონ, რა არის ეს. სწრაფ რადიოსიგნალებს (FRB) ჩიხში შეყავთ მეცნიერები. რადიოსიგნალების ხანგრძლივობა გრძელდება ხოლოდ რამდენიმე მილიწამი, მაგრამ ენერგია, რომელსაც ისინი ასხივებენ ამ დროის განმავლობაში, შეიძლება იყოს 500 მილიონზე მეტი მზის ტოლი. რადიოსიგნალების უმეტესობა შეიძლება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდეს, უკიდურესად ძნელია მათი განმეორებით დაფიქსირება, რის გამოც განმეორებადი სიგნალები ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი სიგნალები იქნება, უფრო ადვილი იქნება მათი წყაროს თვალყურის დევნება და მათი ბუნების დადგენა, აგრეთვე მათ შორის მსგავსებების პოვნა. ათი ახალი FRB სიგნალიდან ექვსი იყო ერთჯერადი პულსით, ერთი სიგნალი ზედიზედ სამჯერ იქნა გამოვლენილი, ხოლო მერვეს კი ათი სიგნალი ქონდა. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან რას ნიშნავს ეს, მაგრამ როგორც ჰარვარდ-სმიტსონოვსკის ცენტრის ასტროფიზიკოსმა ვიკრამ რავიმ განაცხადა, ყველა სწრაფი რადიოსიგნალი სინამდვილეში მეორდება, უბრალოდ ზოგი ბევრად უფრო აქტიურია სხვებზე. მათ შორის არსებობს მსგავსება. ინდივიდუალური განმეორებითი სიგნალები უფრო მეტხანს გრძელდება. ასევე ჩანს სიხშირის ცვლა. პირველმა ორ სიგნალმა - FRB 121102 და FRB 180814 - აჩვენა დაღმავალი ცვლა, ანუ ყოველი შემდეგი სიგნალი უფრო და უფრო დაბალი გახდა. იგივე ნიმუში ჩანს რვა ახალ FRB- ში. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სიგნალის წყაროს მიგნების გასაღები. ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობენ ეს სიგნალები, წარმოიშვება თუ არა ისინი ერთი კლასის თუ რამოდენიმე ობიექტისგან, მეორდება თუ არა და რატომ ხდება გამეორება. ახალმა აღმოჩენებმა მეცნიერება ერთი ნაბიჯით მიუახლოვა პასუხებს. 744 შეფასება არ არის
|