საზოგადოება "თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე...ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“ 2019, 14 აგვისტო, 0:44 პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და სახალისო ისტორიას ყვება. ის სამაარტო საკანში ყოფნაზე საუბრობს და მასთან ერთად მყოფი კოღოს შესახებ ხალისობს. „ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს. დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ-მეთქი გავიფიქრე. ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები, რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი. სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი, აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი, როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა, რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს, როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას. თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი. საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს, ვაგინებ და აშკარად ესმის . როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის, ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე, ზუსტად იმხელა აქვს, რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის. ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0, 0000005 -იან თავში რამე შევიდეს, კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება . როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე, ს აარჩევნო უბნები რომ დაიკეტება, ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“. P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი .თუ მაინც მიჭერდი შე დედამო....ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი, კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი.“ წერს ირაკლი ოქრუაშვილი 385 1-ს მოსწონს
|