x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა ევროპაში გაზის სამი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი
imageევროკავშირის ქვეყნები ყველაზე დიდი რაოდენობით ყატარის გაზს მოიხმარს.




სწორედ ყატარი არის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ლიდერი ქვეყანა.გასულ წელს ევროპამ 48, 9 მილიონი ტონა თხევადი გაზი მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია.აქედან 16, 42 მილიონი ტონა ყატარზე, ალჟირზე და ნიგერიაზე მოდის.


მეორე პოზიციაზეა რუსეთი, თუმცა წლევანდელ ზამთრის პერიოდში გადაასწრო ყატარს, განსაკუთრებით ეს მოხდა ტერმინალი Ямал СПГ-ს გახსნის შემდეგ, 2019 წლის თებერვლისთვის რუსეთმა ევროპას მიაწოდა 1, 41 მილიონი ტონა თხევადი გაზი, როდესაც აბალოგიურად ყატარის წილი 1, 3 მილიონი ტონა იყო.


ევროკომისიის ივნისის თვეში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირში იმპორტირებული თხევადი გაზის 12% სწორედ აშშ-ზე მოდის.



რუსეთის გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება «Северный поток 2"-ის (Nord Stream 2) დასრულების შემდეგ, გაზის მილსადენი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით, რომლის მშენებლობაც არ სიამოვნებს აშშ-ს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლონეთი და უკრაინა.









1
408
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
408
  
2019, 15 აგვისტო, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1