სიახლეები ყაზანში, ქირურგებმა გოგონას 7 კილოგრამიანი სიმსივნე ამოკვეთეს! 2019, 11 აგვისტო, 21:58 საუკუნის ოპერაცია!ყაზანში, თათრეთის (რესპუბლიკა) დედაქალაქში, ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სპეციალისტებმა გოგონას 7 კილოგრამიანი სიმსივნე ამოკვეთეს.
როგორც თათრეთის (რესპუბლიკა) ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდი იუწყება, ბოლო ორი თვის განმავლობაში გოგონას მუცლის კატასტროფული ზრდა დაეწყო, თუმცა ამ ფაქტს მშობლები თავიდან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ხოლო როდესაც მუცლის ზომამ ვიზუალურად ნორმის ფარგლებს გადააჭარბა, მშობლებმა სიტუაციაში გარკვევის მიზნით დაუყონებლივ მედიკოსებს მიმართეს. წინასწარი დათვალიერებისა და ულტრაბგერითი კვლევის შედეგად, გოგონას მენჯის არეში სითხისებრი, მოცულობითი სიმსივნური წარმონაქმნი დაუდგინდა, რომლის დაუყონებლივი ამოკვეთის გადაწყვეტილება კლინიკის ქირურგებმა ონკოჰემატოლოგებთან ერთად მიიღეს.
აი, რას ჰყვება ბავშვთა ქირურგი რუსტამ ისმაგილოვი: "ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლაპარატომია ჩატარდა (ბერძნ. lapara საზარდული, მუცელი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ - ქირურგიული ოპერაცია მდგომარეობს მუცლის ღრუს კედლის გაკვეთაში. ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების დასათვალიერებლად: რაიმე დაავადების დიაგნოზის საბოლოოდ დასადგენად, ანდა ძირითადი ოპერაციისათვის მომზადების მიზნით) მოხდა მარცხენა საკვერცხიდან წამოსული 7 კილოგრამიანი სიმსივნის მოკვეთა.რევიზიის შედეგად გაფართოებული ლიმფური კვანძები გამოვლენილი არ იქნა. ქირურგიული ჩარევის დროს აღებული ბიომასალა ჰისტოლოგიურ კვლევებზე გაიგზავნა, საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მოცემულ მომენტში გოგონა განყოფილების სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება".მოზარდის ასაკი და სახელი კონფიდენციალურია და ის არ ხმაურდება.386 შეფასება არ არის |