x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მეცნიერებმა უკვდავების 6 ტექნოლოგია აღმოაჩინეს
image


უკვდავება – ეს არა მხოლოდ პოპულარული თემაა წიგნებისა და ფილმებისთვის. მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს სჯერათ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია და უკვე რეალური გახდება 25 წელიწადში ტექნოლოგიების განვითარების წყალობით. ისმის კითხავა – როგორ?

ეგრეთ წოდებულ ტრანსჰუმანისტთა რიცხვს, რომელთაც სჯერათ, რომ ტექნოლოგიები დაეხმარება ადამიანს ყველა ბარიერის გადალახვასა და უკვდავების მიღწევაში, მიეკუთვნებიან ჩვენი პლანეტის გავლენიანი პიროვნებები: ამერიკელი გამომგონებელი და Google-ის ტექნიკური დირექტორი რეიმონდ კურცვეილი, Tesla Motors-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და ფუტურისტი ზოლტან იშტვენი, რომელმაც გადაწყვიტა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრა. მთელს მსოფლიოში კი 3 მილიონზე მეტი ადამიანია, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერენ.


როგორ უნდა მივაღწიოთ უკვდავებას ტექნოლოგიების გამოყენებით?


№1: გონების გადატანა კომპიუტერში


image


ფუტურისტებს სჯერათ, რომ ახლო მომავალში ადამიანი ისწავლის საკუთარი გონების "კოპირებას" და კომპიუტერში გადატანას. ეს ფაქტობრივად მუდმივად არსებობის შესძლებლობას მოგვცემს, სულ ცოტა, როგორც არამატერიალური კიბერსივრცის მაცხოვრებლებს.


ამ იდეას ხშირად იყენებენ ფილმებში მომავლის შესახებ. გაიხსენეთ, მაგალითად, "რობოტი სახელად ჩაპი, " როდესაც გოგონას გონება ჩაწერეს ფლეშ მეხსიერების ბარათზე, მისი სიკვდილის შემდეგ კი გადაიტანეს დროიდის სხეულში.

თუ იდეა ცხოვრებაში განხორციელდება, როგორც ამას ფუტურისტები ელიან, მაშინ უკვე ჩვენი შთამომავლები შეძლებენ უსასრულოდ ცხოვრებას.




№2: ლაბორატორიებში ორგანოების გაზრდა


image


ორგანოების დონორობის ოფიციალური პორტალის თანახმად (OrganDonor.gov) აშშ-ში ყოველ 10 წუთში მომლოდინეთა სიას ერთი სახელი ემატება, საშუალოდ კი დღეში 22 ადამიანი კვდება ორგანოების ტრანსპლანტაციის ლოდინში.


სიტუაციას კარდინალურად შეცვლის ორგანოების "გაზრდა" სპეციალურ ლაბორატორიებში – ეს საშუალებას მისცემს ისეთი პროცედურის ჩატარებას, როგორიცაა მაგალითად, გულის გადანერგვა – ისეთი ჩვეული რამ იქნება, როგორც მანქანისთვის საბურავის შეცვლა.


სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უკვე უნერგავენ ხელოვნურ ტრაქეას. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიის განვითარება იმ მასშტაბებით რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანის ორგანოების შექმნა, საბოლოოდ გადაჭრის რომელიმე ორგანოს ფუნქციონირების შეწყვეტის პრობლემას.



№3: კიბორგების შექმნა

image


იდეა, რომელიც ფილმ "რობოკოპშია" გადმოცემული, არც თუ ისე შორს არის რეალობისგან. ადამიანისა და მანქანის გაერთიანებას ნამდვილად შეუძლია ერთი ნაბიჯით წინ წასწიოს კაცობრიობა უკვდავებისკენ.


მაგალითად, თუ გვეცოდინება როგორ ჩავანაცვლოთ არაფუნქციონირებადი ორგანოები სპეციალური მექანიკური კომპონენტებით, მაშინ შესაძლებელი გახდება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება. სწორედ ეს არის ნამდვილი "ტექნოლოგიური ევოლუცია."



№4: ნანოტექნოლოგია ხელს შეუწყობს ადამიანში "მეორე ბუნების" არსებობას

image


თავად ბუნებას შეუძლია ორგანიზმის შექმნა უმცირესი ნაწილაკისგან. ნანოტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ბოლო დროს ასე ხშირად გვხვდება ყურში, შესაძლებლობა ხომ არ არის რომ ადამიანში შეიქმნას "მეორე ბუნება".

მხოლოდ წარმოიდგინეთ, ექიმები შეძლებენ სპეციალური ნანორობოტების შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სადაც ისინი თვალყურს მიადევნებენ მის მდგომარეობას და "შეაკეთებენ" საჭიროების შემთხვევაში.


ამას გარდა, მსგავსი რობოტები შეძლებენ კაცობრიობის წინ წაწევას კრიონიკის საკითხში, რაც სხეულის გაყინვას გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდით, რომელსაც შორეულ მომავალში გაალღვობენ. ჯერ ეს მხოლოდ სიუჟეტია ფილმებისთვის, სადაც გალღვობის შემდეგ ადამიანები გონს მოდიან და ორგანიზმს არანაირი ზიანი აღენიშნება. რეალობაში ეს ასე მარტივად არ ხდება. თუმცა, შესაძლოა პატარა რობოტებმა მოახერხონ ორგანიზმის გაცოცხლება აღნიშნული პროცესის შემდეგ.



№5: ინტელექტის განვითარება უსაზღვროდ


image


სტატიის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ კაცობრიობის აღსასრული არა განკითხვის დღეს დადგება, არამედ იმ მომენტში, როდესაც ის საკუთარ ბიოლოგიურ საზღვრებს გასცდება, ინტელექტის გაფართოებით სამყაროს მასშტაბებამდე.


ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ გჯერათ სინგულარობის – (მდგომარეობა უსასრულოდ დიდი სიმკვრივითა და უსასრულოდ მცირე რადიუსით) წარმოიქმნება მაშინ, როცა სხეული უსასრულოდ იკუმშება ანუ ხდება მისი კოლაფსი. სინგულარობის მხარდამჭერები თვლიან, რომ კაცობრიობას უნარი აქვს გაზარდოს ადამიანის ტვინის პოტენციალი და გააფართოვოს ინტელექტის შესაძლებლობები ტრილიონჯერ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით. და ეს შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნახტომი ადამიანს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს მიანიჭებს – ის შეძლებს "იყოს ყველგან."




№6: გაახალგაზრდავება

image


ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ახალგაზრდების სისხლს უნარი აქვს აღადგინოს შედარებით ხნიერი ორგანიზმი. ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ასეთი სისხლის გადასხმა ფაქტობრივად აახალგაზრდავებს ადამიანს.


როდესაც ხნიერ თაგვებს უფრო ახალგაზრდა თაგვების სისიხლის პლაზმა შეუყვანეს, მათმა ტვინმა აქტიურად, პირდაპირ გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნა. მათი ტვინი თანდათან ემსგავსებოდა ახალგაზრდა თაგვების ტვინს. შედეგად, მეხსიერება გაუუმჯობესდათ და დაიწყეს უფრო რთული ამოცანების ამოხსნა.




ასევე დაგაინტერესებთ:


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


9 დღე სიკვდილის შემდეგ: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რა ემართება ადამიანის სულს


არსებობს თუ არა სული – სამეცნიერო კვლევები და ექსპერიმენტები


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


2
917
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
917
  
2019, 19 აგვისტო, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 აგვისტო, 13:47
სტატია უდაოდ საინტერესოა, თავად ნანოტექნოლოგიები დრო მოვა და საფრთხეს შექმნის კაცობრიობას. მაიას ტომია ამისი მაგალითი...
0 1 2