ტენდენციები მამაკაცის 8 სუნამო, რომელიც ნებისმიერ ქალს აღაფრთოვანებს 2019, 9 აგვისტო, 10:52 დღეს მამაკაცის სუნამო უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ არის წარმოდგენილი. არჩევანი ფართოა, რომელიც ლავირებს საღამოს რომანტიულსა და დღის აქტიურ არომატებს შორის. არჩევაში ყველაზე მეტად მამაკაცის სუნამოების რეიტინგი დაგეხმარებათ, რომელიც შედგენილია თავად მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით. რომელი ფირმის მამაკაცის სუნამო უნდა შევარჩიოთ
Bossგერმანული მწარმოებელი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის პროდუქციით. უშვებს არომატების ფართო სპექტრს ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც ლიდერის თვისებები გააჩნია და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. Christian Diorმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდია. ბუნებისა და საოცარი ყვავილებით სავსე სურნელოვანი ბაღებისადმი სიყვარული ამ მწარმოებლისთვის ახალი არომატის შექმნის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. Hermèsსუსტი სქესისი წარმომადგენლებს შორის ამ ფრანგული ბრენდის მამაკაცის სუნამოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰაერისა და წყლის სტიქიების შერწყმა საფუძვლად უდევს მწარმოებლის კონცეფციას, ამიტომ მამაკაცი, რომელიც ამ ფირმის სუნამოს იყენებს, არაპროგნოზირებადი და იდუმალებით მოცულია. Dolce & Gabbanaიტალიური ბრენდი წარმოადგენს წარმატებული მამაკაცის კონცეფციას, რომელიც არანაირ პირობებს ეგუება, თავის გზაზე ყველანაირ დაბრკოლებას ანადგურებს მიზნის მისაღწევად. აგრესიულობა და სექსუალურობა – ამ ფირმის სუნამოების შესანიშნავი მახასიათებელია.
მამაკაცის საუკეთესო სუნამოების რეიტინგიაღნიშნულ რეიტინგში, რომელიც ეფუძნება მომხმარებელთა შეფასებებს, გათვალისწინებული იქნა:
მამაკაცის სუნამოს საღამოს საუკეთესო არომატისაღამოს არომატი იმ მამაკაცებისთვისაა მეტად აქტუალური, რომლებიც გვიან ღამით საინტერესო, სავსე ცხოვრებას ეწევიან. მამაკაცის ყველაზე პოპულარული საღამოს სუნამოა - Hugo Boss bottled Oud
სანდალის ხის, დარიჩინისა და ვაშლის ღრმა, უჩვეულო ტანდემი არავის დატოვებს გულგრილს. პარფიუმი აღმოსავლური, ხის ნოტებით, რომელიც 2015 წელს გამოუშვეს, ევროპელებისთვის უჩვეულოა. მწარმოებლები შეეცადნენ, რომ შეემსუბუქებინათ ციტრუსის ინგრედიენტით. მამაკაცი, რომელიც ამ არომატს ირჩევს, თავდაჯერებულია, უყვარს ფუფუნება, დიდი ქალაქების თანამედროვე ცხოვრებაში მშვენივრად არის გათვითცნობიერებული. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
სუნამო Hugo Boss bottled Oud უმჯობესია გამოიყენოთ რომანტიული შეხვედრისას ან თბილ საღამოს ბუნებაში გასეირნების დროს. დახვეწილი სუნამო დახვეწილი პიროვნებისთვისკიდევ ერთი საყვარელი არომატი საღამოსთვის – Cristian Dior Fahrenheit – პარფიუმერული ხელოვნების მწვერვალი. წინააღმდეგობრივი, შეუთავსებელი, მსუბუქი და ამავდროულად მგზნებარე, ცხელი, როგორც ვულკანი – ასეთია ამ ლეგენდის მფლობელი პარფიუმერულ სამყაროში. მძაფრი ტონები ერწყმის მსუბუქ ნოტებს. დიდებული შროშანი და ჟასმინი მიხაკთან, იასა და მუსკატის კაკალთან ერთად გაჟღენთილია სანდალოზის სითბოთი და კედრის, პაჩულის, ვეტივერის ვნებით. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
ამგვარად, შეფასებები Cristian Dior Fahrenheit–ზე უფრო დადებითია, განსაკუთრებით იმ ქალბატონებისგან, რომელთაც მამაკაცური არაპროგნოზირებადობა იზიდავთ არომატებშიც კი. ინტელიგენტურობა ყველაფერში
სუნამო Terre d’Hermes – ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ფეხზე მყარად მდგომი მამაკაცის არჩევანი, რომლისთვისაც არც რომანტიკა და ოცნება არ არის უცხო. მიზანსწრაფულობის მიუხედავად, დახვეწილი სულის პატრონია. ეს არომატი ინტელიგენტი მამაკაცისთვისაა, რომელშიც ყველაფერი ურთიერთ ჰარმონიაშია. ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის შემდეგი არომატების წყალობით: გრეიფრუტი და ფორთოხალი, შავი და ვარდისფერი წიწაკა, გერანიუმი და პაჩული, ვეტივერი და კედარი. ხმელთაშუაზღვისპირული კოლორიტი სუნამო რესპექტაბელური ადამიანისთვისაა, რომელიც მუდმივად მარადიული ფასეულობების ძიებაშია. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
მომხმრებელთა შეფასებებს თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ აღნიშნული სუნამო პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, არამედ – ქალბატონებში, რამდენადაც წარმოადგენს ხელმისაწვდომ კლასიკურ არომატს. კლასიკური არისტოკრატიზმი
The one for men Dolce & Gabbana – მომხიბვლელი და მიზანსწრაფული ადამიანის სუნამოა. მამაკაცი ასეთი არომატით ვერ იტანს პირობებს, მისთვის არ არსებობს წინააღმდეგობები არც ბიზნესში და არც ქალთა გულების დაპყრობაში. კლასიკური ელეგანტურობა და მგრძნობიარობა, ემანსიპაცია და ფუფუნებისადმი სიყვარული იხსნება ჯანჯაფილის, ფორთოხლის და კარდამონის ნოტებით; ამასთან, გააჩნია ქარვის, თამბაქოს და კედრის დამატებითი ნოტები. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
მთლიანობაში, The one for men от Dolce & Gabbana გააჩნია გაცილებით მეტი დადებითი გამოხმაურება, რაც მას სამართლიანად აძლევს საშუალებას ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იყოს რეიტინგში მამაკაცის დღის საუკეთესო სუნამოებიდღის არომატები შეუცვლელია საუშაო დღის მანძილზე. დაძაბული რიტმის პროცესში აუცილებელია საკუთარი ძალებისადმი რწმენა. ყინული და ცეცხლის ალი ერთ ფლაკონში - Hugo Boss intenseთბილი, ტკბილი, სასიამოვნო არომატი იგრძნობა დამატებული ვანილის ნოტების წყალობით. ღრმა, გაჯერებული ფორთოხლის ყვავილის მდგრადი არომატით. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
შესაბამისად, Hugo Boss intense იწვევს უფრო უარყოფით შეფასებებს ზედმეტად მკვეთრი არომატის გამო, რომელიც ყველასთვის არ არის მისაღები. გენიალურობა უბრალოებაშიაDior Homme Cologne უკვე საკმაოდ ცნობილი მამაკაცის სუნამოა (2013) და ამასთან, ბევრისთვის საყვარელიც. ბევრი აღნიშნავს მის ხაზგასმულ კორექტულობას. ბერგამოტისა და გრეიფრუტის აკორდები მუშკთან ერთად დახვეწილ კომპოზიციას ქმნის. მამაკაცი ამ არომატით არის მკაცრი, მოკრძალებული და პრაქტიკული; ამასთან, მგრძნობიარე, თუმცა, გაბედული. იდეალური სუნამოა საქმიანი დღისთვის. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
ამგვარად, მამაკაცის სუნამო Dior Homme Cologne უფრო მეტად მოსწონთ მათ, ვინც ოფისშია დაკავებული. გამოხმაურება დადებითია. რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის, ზედმეტად დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის არის თვალსაჩინო. ზაფხულის შეგრძნება მთელი წლის მანძილზე
სუნამოს ახალი ვერსია Terre d’Hermes Eau Tres Fraiche მოეწონებათ მათ, ვისაც მიუხედავად იმისა, რომ იციან მიწაზე მყარად როგორ იდგნენ, ოცნებებზეც არ ამბობენ უარს. მსუბუქი ციტრუსის არომატი იწვევს ზაფხულის, სითბოს ასოციაციებს, უდარდელობის და ცხოვრების ყოველი მომენტით ტკბობის ემოციებს აღძრავს. იგრძნობა სუნამოს გრილი, აკვატიკური ხასიათი ხის ნოტებთან ერთად, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებში მამაკაცურობას უსვამს ხაზს. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
ძირითად შეფასებებზე დაყრდნობით, იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ არომატი Terre d’Hermеs Eau Trеs Fraiche შესაფერისია დასვენებისთვის, შვებულებისთვის, რადგან ადამიანს არ განაწყობს სერიოზული მუშაობისთვის. ახალგაზრდობა, რომელიც მუდამ შენთანაასუნამოს Light Blue Homme Dolce & Gabbana მიმზიდველი და სუფთა ხასიათი მათთვის არის შესაფერის, ვისაც გაზაფხული-შემოდგომის კომპოზიციები მოსწონს. წვნიანი ციტრონი და მჟავე ბერგამოტი, როზმარინი, პიკანტური ფორთოხალი და რბილი კედრის ხე მამაკაცურ და მშვიდ აკორდს ქმნის. ეს სიყმაწვილის არომატია, რომელიც მაღალი მიზნების რეალიზებისკენ ისწრაფვის და ამავდროულად, რომანტიული და ჩაფიქრებულია. ეს არომატი ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაა. დადებითი მხარე:
უარყოფითი მხარე:
მთლიანობაში, დადებითი გამოხმაურება აღნიშნულ სუნამოზე უფრო მეტია, თუმცა, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იწვევს. მამაკაცის სუნამო განსაზღვრული ასაკის და წელიწადის დროისთვის შესაფერისი. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნები გავაკეთოთ:
1. საღამოს სუნამოს არჩევის შემთხვევაში, ყველაზე მეტად შესაფერისი ვარიანტია კლასიკური The one for men от Dolce & Gabbana, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებში აღფრთოვანებას იწვევს. 2. დღის სუნამოს რაც შეეხება, უმჯობესია გაითვალისწინოთ ასაკი. სოლიდური მამაკაცებისთვის შესაფერისია Dior Homme Cologne, ხოლო ახალგაზრდებისთვის კი – Light Blue Homme Dolce &Gabbana. 3. სუნამოს შერჩევისას აუცილებლად დატესტეთ კანზე: ყველაფერი ინდივიდუალურია. ასევე დაგაინტერესებთ: ქალის 10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე – 5 სასარგებლო რჩევა საკვები სოდა კანისა და თმის სილამაზისთვის – საოცარი შედეგი რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს 20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის ქალური სილამაზის 5 ძირითადი კანონი კოსმეტიკის ექსპერტის პაულა ბიგაუნისგან კოსმეტიკური საშუალება, რომლის არასწორ გამოყენებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია! ბევრი უშვებს ამ შეცდომას 2986 9-ს მოსწონს
|