ტენდენციები იყავი მოდური! ფრანგული მანიკურის უახლესი იდეები ზაფხულის სეზონზე 2017, 5 ივლისი, 9:56 არა მხოლოდ ტანსაცმლის მოდურ ტენდენციებს უნდა ვადევნოთ თვალი, ასევე ფრჩხილის დიზაინის, რამდენადაც ის თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი სტილის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, პირველი, რასაც ყურადღებას აქცევენ – თქვენი ხელებია. სტატიაში წარმოგიდგენთ ამ წლის ფრანგული მანიკურის (ფრენჩი) ყველაზე აქტუალურ და ულამაზეს ნიმუშებს ნებისმიერი გემოვნების მქონე ქალბატონებისთვის. უკვე დროა დაივიწყოთ მის კლასიკურ ვარიაციაზე და გამოიყენოთ სხვადასხვა ფერი და ტექსტურა. მოდური ფრენჩი — 2017 იასამნისფერი გამა ნამდვილად შესაფერისია ზაფხულის ფრანგული მანიკურისთვის. ამასთან, ის ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ფერია. როცა კლასიკურ ფრენჩზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სპეციალისტები გვირჩევენ სხვადასხვა დეკორის გამოყენებას: ნახატებს, სტრაზებს, თვლებს. მანიკური რჩება ელეგანტური და ამავდროულად საინტერესოც. უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს კლასიკური ფრანგული მანიკურის საპირისპირო ვარიანტი – შავი რკალი ფრჩხილის ბუნებრივ ფერთან შერწყმული. V - ფორმის დიზაინი ბრწყინვალედ გამოიყურება ფრჩხილზე, საშუალებას მოგცემთ ექსპერიმენტები ჩაატაროთ გეომეტრიული სტილის ვარიანტის შექმნისთვის. ნუ მოგერიდებათ მბზინავი ლაქის გამოყენება. რაც უფრო მეტი ბრწყინვალებაა, მით უკეთესი. ზღვის თემატიკას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. იდეალური ვარიანტი ზაფხულის სეზონზე 2017 წელი მოდის სამყაროში გიჟური ექსპერიმენტებით გამოირჩევა. კაშკაშა ნახატები ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას. ბრინჯაოსფერი საოცრად უხდება გარუჯულ კანს. ამასთან, ძალიან ელეგანტურია! გრძელი ფრჩხილების მოყვარულებს შეუძლიათ მთელი თავისი ფანტაზია ჩართან – ნებისმიერი სახის და სტილის სურათი დაიხატონ ფრჩხილის ზედა ნაწილზე. შავი და წითელი ფერების ასეთი უჩვეულო შეხამება საკმაოდ შთამბეჭდავია. თეთრი საფუძველი სხვა ფერებთან შეხამებული ნამდვილად ელეგანტურად გამოიყურება. უბრალოდ ფერთა თამაში მათთვის, ვისაც ნაცრისფერი უყვარს რამდენადაც შენიშნეთ, მანიკურთან დაკავშირებული ნებისმიერი ექსპერიმენტი, ამ წელს, წარმატებული იქნება! ასევე დაგაინტერესებთ: ზღაპრულად ლამაზი 55 კაბა გამოსაშვები საღამოსთვის – Jovani Fashions 13 ჯოჯოხეთური მოწყობილობა სილამაზისთვის გასული საუკუნიდან 15 ულამაზესი კაბა ბუნების ხედებით 27 შოკისმომგვრელი ფოტოსურათი უმაკიაჟოდ და მაკიაჟის შემდეგ ის თავისი ხელოვნებისთვის თვალებს ტილოდ იყენებს 45 კრეატიული კაბა ედგარ არტისისგან კოსმეტიკასთან დაკავშირებული შემაძრწუნებელი ფაქტები 5184 9-ს მოსწონს
|