მოვლენები 13 ჯოჯოხეთური მოწყობილობა სილამაზისთვის გასული საუკუნიდან 2015, 13 აგვისტო, 15:33 იმ პერიოდში სილამაზე ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვდა! ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც იმ საშინელ მოწყობილობებს ნახავთ, რომლებსაც XX საუკუნის დასაწყისში სილამაზის სალონებში იყენებდნენ. 1. ჭორფლების მოსაყინი აპარატი ![]() ეს კადრი ალბათ საშინელებათა ფილმიდან გგონიათ. სინამდვილეში ეს არის აპარატი, რომელიც ჭორფლებს ნახშირორჟანგის მეშვეობით ყინავდა. უსაფრთხოების მიზნით პაციენტს თვალებსა და ნესტოებში საცობებს უკეთებდნენ. სუნთქვა მხოლოდ სპეციალური მილის საშუალებით იყო შესაძლებელი. 2. გიგანტური ფენი ![]() ასეთი უჩვეულო უზარმაზარი ფენი გამოიყენებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. 3. თმის დასახვევი მანქანა ![]()
4. აპარატი მაკიაჟის კორექციისთვის ![]() ეს საშინელი აპარატი შექმნა საკულტო კომპანია Max Factor-მა, იმისათვის რომ სწრაფად მოეხდინათ მაკიაჟის კორექცია. 5. გასათბობი ნიღაბი სახისთვის ![]() ეს ელექტრო ნიღაბი შეიქმნა ХХ საუკუნის 40-იან წლებში. ის ათბობდა სახეს, სტიმულირებას უწევდა სისხლის მიმოქცევას და კანი გამოიყურებოდა უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად. 6. გასახდომი სავარძელი ![]() 1940-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო გასახდომ სალონებში სიარული. თითოეულ ასეთ სალონში წონის დაკლების საკუთარ მეთოდს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი – გასახდომი მანქანა, წარმოადგენდა სავარძელს, რომელიც მომხმარებელს ფეხებზე მასაჟს უკეთებდა მეტალის გორგოლაჭების მეშვეობით. 7. ჰელენ რუბენშტეინის ნიღბები ![]() ჰელენ რუბენშტეინი კოსმეტიკური ხაზის დამაარსებელი იყო. ფლობდა სალონებსა და მაღაზიებს შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მან პირველმა მოახდინა კანის კლასიფიცირება ტიპის მიხედვით – მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი. მის საავტორო ნიღბებს გამოიყენებდნენ თითქმის ყველა კოსმეტიკური პროცედურის დროს. 8. მზისგან დამცავი მოსასხამი ![]()
9. მანქანა – გორგონა ![]()
10. გლამურული ქუდი ![]()
11. ტუმბო აკნესთვის ![]() ფერიჭამიები ხელით რომ არ ამოეღოთ, 1930-იან წლებში ეს აპარატი გამოიგონეს. ის იწოვდა ფერიჭამიებს და კანს გლუვსა და მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, ამ მოწყობილობის წნევის კონტროლი ძალიან რთული იყო. 12. ნიღაბი ნაბახუსევზე ![]()
13. რეზინის ნიღაბი სახის კანის დასაჭიმად ![]() რეზინის ნიღბები გამოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. მისი დანიშნულება იყო სახის კანის დაჭიმვა და დეფექტების გამოსწორება. 1076 9-ს მოსწონს
|