საზოგადოებრივი ფსესები - ადიღეური ტომი 2019, 5 აგვისტო, 15:17 ფსესები იყვნენ ერთ-ერთი უძველესი ტომი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე და რომლებმაც შემდგომში წვლილი შეიტანეს ადიღეელების ფორმირებაში. ფსესები ადიღეელების პირდაპირი წინაპრები არიან. შავი ზღვის პირას, დღევანდელ გაგრასთან ახლოს ბერძნულ წყაროებში იხსენიებიან ქართველური ტომი ჰენიოხები (Heniochi), მათ მეზობლად იხსენიებიან კერკეტები, უფრო დასავლეთით, იმავე მიმართულებით შემდგომში კერკეტების მეზობლად განთავსებულნი არიან სინდები (Sinda, Sindi) და შემდეგ მდინარე ყუბანის სათავეებში განსახლებულნი არიან ზიხები, იგივე ჯიქები (Zingi). სინდებიც და ჯიქებიც, ფსესებთან ერთად ადიღეური მოდგმის ხალხი იყო, როგორც ვაინახები, ხოლო ყველანი, ქართველურ ტომებთან ერთად, შეადგენდნენ იბერო-კავკასიურ მოდგმას. ფსესების გვერდით ბერძენი ავტორები ასახელებენ სხვა ადიღეურ ტომებსაც, როგორიცაა: კერკეტები, ტორეტები, დანდადიები, ტარპეტები, ფატიები, და მეოტები. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე52 1-ს მოსწონს
|