საზოგადოებრივი კერკეტები - ადიღეური ტომი 2019, 5 აგვისტო, 11:46 კერკეტები (Cercetae) იყვნენ ერთ-ერთი უძველესი ტომი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე და რომლებმაც შემდგომში წვლილი შეიტანეს ადიღეელების ფორმირებაში. კერკეტები ადიღეელების პირდაპირი წინაპრები არიან. შავი ზღვის პირას, დღევანდელ გაგრასთან ახლოს ბერძნულ წყაროებში იხსენიებიან ქართველური ტომი ჰენიოხები (Heniochi), სწორედ მათ მეზობლად იხსენიებიან კერკეტები, უფრო დასავლეთით, იმავე მიმართულებით შემდგომში კერკეტების მეზობლად განთავსებულნი არიან სინდები (Sinda, Sindi) და შემდეგ მდინარე ყუბანის სათავეებში განსახლებულნი არიან ზიხები, იგივე ჯიქები (Zingi). სინდებიც და ჯიქებიც, კერკეტებთან ერთად ადიღეური მოდგმის ხალხი იყო, როგორც ვაინახები, ხოლო ყველანი, ქართველურ ტომებთან ერთად, შეადგენდნენ იბერო-კავკასიურ მოდგმას. სტრაბონს კერკეტები მოხსენიებული ჰყავს, როგორც სკვითების მიწებზე მცხოვრებნი, ხშირია შემთხვევა, როდესაც სკვითებაც მოხსენიებულნი არიან თავად კოლხებიც კი, ასევე ვაინახური ხალხები. საქმე იმაშია, რომ ძველ ბერძნებს არ ჰქონდათ კარგად გარჩეული ერთმანეთისგან, რომ ინდო-ევროპული და იბერო-კავკასიური მოდგმა სხვადასხვანი იყვნენ ენობრივად, და ვინაიდან მათ ცხოვრების წესით, და გარეგნობით ერთმანეთს ამსგავსებდნენ და ამავე დროს ხედავდნენ, რომ სკვითების მეომარი ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში დომინირებდნენ, ყველა კავკასიურ ტომს ხშირად სკვითებად მოიხსენიებდნენ. პლინიუსი კერკეტებს ათავსებს ამაზონების და ჰიპერბორეელების ახლოს. იქვე ასახელებს კიმერიელებს, კისიანტებს, აქაიებს, გეორგილებს, მოსხებს, ფორისტებს და რიმფაკებს. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე414 1-ს მოსწონს
|