x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სენსაცია!!!! ინდოეთში 7 წლის ბავშვს 526 კბილი ამოუღეს

image

ინდოეთში, ექიმებმა ქვედა ყბიდან ბავშვს 526 კბილი ამოუღეს, როგორც "CNN" იუწყება, აღნიშნული ფაქტი სტომატოლოგიაში ერთგვარ რეკორდს წარმოადგენს, ვინაიდან ცოტა ხნის წინ, სტომატოლოგებს ერთ ჯერზე, პირის ღრუდან მხოლოდ 232 კბილის მსგავსი წარმონაქმნის ამოღება მოუწიათ. თავიდან მედიკოსები ანომალიის მიზეზად კარიესს განიხილავდნენ, თუმცა, საავადმყოფოში კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ბიჭუნას პირის ღრუში დიდი რაოდენობით რუდიმენტარული კბილების კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა.


image


ოპერაციამ თითქმის 5 საათს გასტანა. დღესდღეობით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ექიმების განცხადებით აღნიშნული პრობლემის მოგვარება ქირურგიული ჩარევის გარეშე გამორიცხული იყო.


image


"საბედნიეროდ, ბავშვს ყბის რეკონსტრუქცია არ დასჭირვებია, ქირურგიული ჩარევა მას, მხოლოდ ქვედა ყბაზე მოუწია, სადაც წვრილი კბილების ერთგვარი "ჩანთა" ჰქონდა განთავსებული, რომლის დაუყონებლივ ამოღება გახდა საჭირო, რაც შეხება მის ჯანსაღ კბილებს ისინი ყველა ადგილზეა, " - განაცხადა ინდოელმა ექიმმა.


image


ანომალიის გამომწვევ მიზეზს სტომატოლოგები ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა თავიდანვე დაავადების დიაგნოსტირება ინდოელ ექიმებს არ გასჭირვებიათ, ბავშვს ოდონტომა დაუდგინდა. (ოდონტომა - ბერძნ. odus, odontus - კბილი, oma - სიმსივნე) - კბილის ქსოვილებიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ანომალიის გამომწვევი მიზეზი გენეტიკასთან ან ფიჭური ანძის გამოსხივებასთან იყოს კავშირში.



იმედია ბიჭუნას მომავალშიც ყველაფერი კარგად ექნება.



0
175
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
175