ასტროლოგია ნასამ ჩვენი პლანეტის ახლოს სუპერპლანეტა აღმოაჩინა, სადაც სავარაუდოდ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს(ვიდეო) 2019, 2 აგვისტო, 13:40 ![]() სუპერდედამიწა არის პლანეტა, რომელიც რამდენჯერმე უფრო დიდია, ვიდრე დედამიწა, მაგრამ უფრო მცირეა ვიდრე ყინულის გიგანტები, როგორებიცაა ურანი და ნეპტუნი. ასტრონომები თვლიან, რომ სიცოცხლე მასზე სავარაუდოდ არსებობს - თუ მას აქვს ატმოსფერო და თუ ძალიან არ არის გაცხელებულიი მათი ვარსკვლავის მიერ. ახლახანს TESS-ის ტელესკოპმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა სამხრეთი ცის მოკვლევა და ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ჩვენი პლანეტის მსგავსი სუპერ დედამიწა აღმოაჩინა. პლანეტა GJ 357 d დედამიწის მასაზე მინიმუმ ექვსჯერ მეტია და გარდა ამისა, ის ჩვენი პლანეტის ზომაზე ორ – სამჯერ მეტია. მისი ზუსტი ზომა და შემადგენლობა ჯერ არ არის ცნობილი.- აცხადებს ნასა. პლანეტა ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო და GJ 357 d ხუთჯერ უფრო ახლოს არის მასთან, ვიდრე დედამიწა მზესთან. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ვარსკვლავი დაბნელებულია, ამიტომ GJ 357 d დედამიწაზე ნაკლებ ენერგიას იღებს. მომავალში, ასტრონომები გააგრძელებენ ობიექტის მონიტორინგს, ცდილობენ დაადგინონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და არის თუ არა სიცოცხლისთვის შესაფერისი. 200 შეფასება არ არის
|