ქალი და მამაკაცი დემი მურის ახალი რომანი 2012, 27 ივლისი, 12:20 ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ დემი მური ძალიან მძიმედ განიცდიდა ეშტონ კატჩერთან განშორებას და ეშტონის ახალ სიყვარულს. მაგრამ ბოლო მოვლენების მიხედვით, 49 წლის მსახიობის ცხოვრებში სიახლეა. ვარსკვლავი გასულ კვირას დააფიქსირეს სიმპატიურ მამაკაცთან ერთად, რომელშიც ჟურნალისტებმა ამოიცნეს ახალ ზელანდიელი მსახიობი მარტინ ჰენდერსონი. თუ დავუჯერებთ ჟურნალ Life & Style-ის ინფორმაციას, დემი და მარტინი Connecticut-ში ერთად ჩავიდნენ დასასვენებლად და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. წყვილი შეამჩნიეს რომანტიკულ სადილზე და ვახშამზე. მნახველების თქმით, დემი ბედნიერი ჩანდა და თავის თანამგზავრს ეფლირტავებოდა. გარდა ამისა პრესა ირწმუნება, რომ დემი მური ასეთი მომღიმარი და ბედნიერი პირველად ნახეს ეშტონ კატჩერთან განშორების შემდეგ. დემის ახალი მეგობარი, მარტინ ჰენდერსონი მასზე 12 წლით უცროსია (რა ქნას უყვარს პატარა ბიჭები). იმედია ამ ახალი რომანით შეძლებს მური ეშტონის დავიწყებას. 181 5-ს მოსწონს
|