x
image
ელენე გუმა
ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე -" რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი"
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე წერს.


მისი თქმით, და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი, რომელმაც ჩაბნელებული და წარსულში ჩარჩენილი ქურდულ-უბნური ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მოახერხა.


მისივე თქმით, სააკაშვილი ნომერ პირველია და დანარჩენი დროის ამბავია.


"რაც არ უნდა სექტის ლიდერი, წარსულში ჩარჩენილი, გიჟი, უმართავი ეძახოთ, რაც არ უნდა უნგრიოთ ყველაფერი, რაც გგონიათ რომ მას აძლიერებს, ყველას ერთად აღებულს წინ დაგხვდებათ. ათეული წლის შემდეგ, მის მიერ შექმნილით, მისი გაკეთებულით, ყველაზე გიჟურით იდეებით. რაც არ უნდა დაუთვალოთ შეცდომები, გაკეთებული საქმით ყოველთვის აჯობებს საკუთარ შეცდომებსაც კი.


და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იქნება ყველაზე გიჟი, რომელმაც ჩაბნელებული და წარსულში ჩარჩენილი ქურდულ-უბნური ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მოახერხა. დანარჩენი დროის ამბავია.

Mikheil Saakashvili ✌???? you are N1"

0
519
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0