საზოგადოება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი 2019, 12 სექტემბერი, 13:31 დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ ადგილებზე, სადაც ადამიანების თვითმკვლელობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს: 1. მდინარე ნანჯინგის ხიდი(ჩინეთი) - ბოლო 40 წელიწადში დაფიქსირდა 2000 -ზე მეტი თვიმკვლელობა. 2. გოლდენ გეიტის ხიდი, სან ფრანცისკო(აშშ) - ბოლო მონაცემებით, არსებობის დღიდან დღემდე ამ ხიდზე 1400-მდე თვითმკვლელობაა ჩადენილი. 3. აოკიგარას ტყე(იაპონია) - წელიწადში საშუალოდ 100 სუიციდი ხორციელდება. 4. ნიაგარას ჩანჩქერი(აშშ) - ისტორიკოსმა პოლ გრომოსიაკმა ნიაგარას ჩანჩქერზე მომხდარი მკვლელობები გამოიკვლია. როგორც გაირკვა, 1856 წლიდან 1995 წლამდე, დაახლოებით 2780 თვითმკვლელობა დაფიქსირდა. ეს ციფრები მიახლოებითია, რეალურად უფრო მეტია მოსალოდნელი. 5. მიჰარას ვულკანური მთა, იზუ ოშიმას კუნძული(იაპონია) - ოფიციალურად 1933-1935 წლებში 1350 სუიციდი განხორციელდა. შემდეგში ქვეყანამ მიიღო შესაბამისი ზომები და აქედან გამომდინარე, თვითმკვლელობის მაჩვენებელმა ამ მთაზე საგრძნობლად იკლო. 6. ბიჩი ჰეიდი, ისტბურნი(დიდი ბრიტანეთი) - 1965 წლის შემდეგ, მთლიანობაში 250-ზე მეტი თვითმკვლელობა მოხდა. ამ ადგილზე ყოველწლიურად 20 ადამიანი თავს იკლავს. 7. The Gap, სიდნეი(ავსტრალია) - დღემდე 100-ზე მეტმა ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. დღეს ადგილზე რამოდენიმე ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული, რათა თვითმკვლელობის მაჩვენებელმა იკლოს. 8. ნუსლის ხიდი, პრაღა(ჩეხეთი) - ექსპერტების თქმით, ამ ადგილზე დღემდე 400 -მდე თვითმკვლელობა მოხდა. 9. ლონდონის მეტრო(ინგლისი) - მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი თვითმკვლელობა მეტროში, ინგლისში ხდება. განსაკუთრებით აქტიურია ლონდონის მეტრო... ყოველწლიურად ლონდონის მეტროში უფრო მეტი ადამიანი იკლავს თავს, ვიდრე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა მეტროებში. 10. Bloor Viaduct -ის სახელწოდების ხიდი(კანადა) - როდესაც ამ ხიდზე თვითმკვლელობის რაოდენობამ 1000-სს გადააჭარბა, 2010 წელს სპეციალური მავთულები გააბეს, რათა ადამიანებისთვის სუიციდის მცდელობისას ხელი შეეშალათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ტესტი - რამოდენიმე კითხვა ზოგად განათლებაზე... და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილი" იღბლიანები... ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ 5 ბუნებრივი ხმაური, რომელსაც ადამიანის დაყრუება შეუძლია! სად გაქრა ტიტანიკის ტრაგედიის გვამები? წლები მირბის, მაგრამ სიყვარული რჩება - 14 ფოტო, რომელიც გულს გაგითბობთ შაოლინის ბერების უსაზღვრო ფიზიკური მომზადება - კუნგ-ფუს ხელოვნება 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჭამოთ საზამთროს ქერქი... 5 ყველაზე არაჩვეულებრივი სოფელი დედამიწაზე - დაუჯერებელი არაფერია!!! 608 3-ს მოსწონს
|