x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლეილა აბაშიძე-90 წელი დაბადებიდან-10 საინტერესო ფაქტი
image
1 აგვისტოს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ კინომსახიობს, რეჟისორს და სცენარისტს ლეილა აბაშიძეს, ობოლად გაზრდილი გოგონას როლები ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იყო ქართული კინომატოგრაფიის ისტორიაში, გარდაისახა ბიჭად, ეკრანზე პირველად მოირგო შარვალი და მიუჯდა მანქანის საჭეს. ითამაშა დრამატული და კომედიური როლები და შემდგომ თავადაც გადაიღო ფილმი, ბუნებით დაჯილდოებული მსახიობური ნიჭი სათანადოდ დაფასდა უპირველეს ყოვლისა ხალხის მიერ, ალბათ არც მოიძებნება ქართულ კინომატოგრაფიაში მსახიობი, რომელსაც ასეთი პოპულარობა მოეპოვებინოს.



გთავაზობთ10 საინტერესო ფაქტს მსახიობის ცხოვრებიდან.



1- მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს.

სწორედ იქ გამომჟღავნდა პატარა ლეილას ნიჭი, ციხეში, პატიმრებისათვის გამართულ კონცერტზე გამოდიოდა, რომელიც მთელი შთაგონებით კითხულობდა ლექსს, გოგონას შესახებ ადგილობრივმა გაზეთმა "Сибирская правда”-მაც დაწერა სტატია, "-მამა-შვილი"(Oтец и дочь), სადაც აღნიშნა, რომ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნებაო.


მალე მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. “ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი, არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ”. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

image



2-პირველად 8 წლის იყო, როდესაც ფილმ "ქაჯანაში"(1941) ითამაშა ლეგენდარულ ნატო ვაჩნაძესთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ციმბირიდან ახალ ჩამოსულმა ლეილამ ქართული ენა ფაქტობრივად არ იცოდა.სწორედ "ქაჯანაში" არებული ჰონორარით შეიძინა ლეილამ პატარა 12 კვადრატული ბინა ვერის ბაღის თავზე.

image


3-პირველი უდიდესი წარმატება ლეილა აბაშიძეს ფილმმა ჭრიჭინა”-მ (1954) მოუტანა, რომელმაც უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად. საბჭოთა პრესამ მაღალი შეფასება მისცა „ჭრიჭინას“. ასეთივე გამოხმაურება პოვა მან საერთაშორისო ეკრანზედაც. “ჭრიჭინა” პირველი მხიარული ფერადი ფილმი იყო გულდამძიმებულ და დეპრესიულ სსრკ-ში. თან ფილმის გამოსვლა დაემთხვა სტალინიზმის დასასრულის დასაწყისს. ხალხი ითხოვდა სილაღეს და ბედნიერებას ეკრანიდან, რომელიც სწორედ ლეილა აბაშიძემ აჩუქა.


აშშ-ში გამართულ საბჭოთა ფილმების კვირეულზე, ამერიკული "დეილი იორკი" "ჭრიჭინას" ნახვის შემდეგ წერდა:"საბჭოელებს საკუთარი მერი პიკფორდი ყავთო"

image

4-არსებობს მოსაზრება, რომ მსახიობმა გოჩა აბაშიძეს სიგიჟემდე შეუყვარდა ლეილა აბაშიძე და სწორედ მის გამო მოიკლა თავი, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მსახიობის მეუღლე, კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია, მისი განცხადებით გოჩას თვითმკვლელობის მიზეზი სულ სხვა რამ იყო.

"მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. "-ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნუნუ გაბუნია.


თუმცა გოჩა და ლეილას რომანის შესახებ ხმები ფილმ „მაია წყნეთელის" გადაღებისას გავრცელდა. ლეილა გოჩაზე 11 წლით უფროსი იყო. ისინი მარტო მოგვარეები კი არა, დედის და მამის მხრიდან ნათესავებიც იყვნენ.თუმცა გოჩას დედას დიდად არ მოსწონდა შვილის რჩეული(ნუნუ გაბუნია) და შეიძლება ითქვას, მათ დაშორებას ხელს უწყობდა. ერთხელ ასეთი რამ უთქვამს, - "ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო, მეც აბაშიძე ვარ, მაგრამ მშვენიერი შვილები მყავსო..."

image


5-ლეილა აბაშიძე როლის გამო, როგორც ეს ხშირად ხდება მსახიობებში არ ერიდებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას, მაგალითად- გლეხი ქალის როლის უკეთ გასათავისებლად ფეხშიშველი მიდიოდა ყანაში სამუშაოდ, აბეზარას როლისთვის კი გადაღებებების დაწყებამდე ბენზინს იპკურებდა - ამბობდა, ასე თავი ნამდვილი მძღოლი მგონიაო.

image

6-1960-იანი წლების ბოლოდან, როდესაც პოპულარობის ზენიტში იყო ლეილა აბაშიძეს მოულოდნელად აღარ იწვევნ კინოში, ბევრი ამის მიზეზად ასახელებს ახალ ეპოქას, 1970 -იანი წლებიდან ასეთი ტიპაჟის "ვარსკვლავზე" აღარ იყო მოთხოვნა, გაჩნდა სხვა ტიპის კინო, თუმცა იყო ლეილას კინოდან გაუჩინარების სხვა ვერსიებიც, რომლებიც მსახიობის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

ყოველ შემთხვევაში შემდეგი როლი მხოლოდ ნანა მჭედლიძის ფილმში "გასეირნება თბილისში"(1976) ერგო.

image


7-1981 წელს საკუთარი სცენარით ლეილა აბაშიძემ(ლ. ჭელიძესთან ერთად) გადაიღო სათაბგადასავლო კომედია “თბილისი-პარიზი-თბილისი”, სადაც მთელი თანავარსკვლავედი მოიწვია სათამაშოდ – ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კასაძე, თვითონ კი თეა შერვაშიძის მთავარი როლი განასახიერა.

image


8-1986 წელს ლეილა აბაშიძე მთავარ როლს ასრულებს(მსახიობი ქალის) ლანა ღოღობერიძის "ფილმში" ორომტრიალი"(1986), სადაც ტოკიოს საერთაშორისო ფესტივალზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ლეილა აბაშიძეს პრიზი თავად ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა გადასცა.

image

9- 2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლავებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.

imageფოტოზე: ლეილა აბაშიძე და რაჯ კაპური



10-ლეილა აბაშიძეს ამერიკული პრესა ჰოლივუდის მსახიობ მერი პიკფორდს ადარებდა. წერდნენ, რომ საბჭოთა კინოსამყაროს საკუთარი, აქამდე ჯერ არნახული ვარსკვლავი ჰყავდა. სილაღითა და ნიჭიერებით ის ნამდვილად ჰგავდა მერი პიკფორდს და რა უცნაური დამთხვევაა, რომ ლეილა 8 აპრილს, ზუსტად პიკფორდის დაბადების დღეს გარდაიცვალა, მსახიობი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

image

1
344
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
344
  
0 1 1