x
image
ელენე გუმა
ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ "რუსთავი 2"-ი დატოვა
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტმა ნათია ცხომელიძემ ტელევიზია დატოვა.


ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა და განმარტებაც გააკეთა.


მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ტელევიზიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს არ ეხება და მან ეს ცოტა ხნით ადრე, ივნისის თევში გადაწყვიტა.


"გავანთავისუფლე ჩემი 'სწენკა' ნიუსრუმში.


13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან - გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი - ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ..."- წერს თეონა.





1
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
290
  
2019, 31 ივლისი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1