საზოგადოება "ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ"- "ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა 2019, 30 ივლისი, 23:00 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს ერთგულებისთვის მადლობას უხდის და ემშვიდობება. ის სამომავლო გეგმებზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს რომ ოქტომბრიდან "ნანუკას შოუ" მაყურებელს ემშვიდობება. მისივე განცხადებით, ის ახალი თოქ-შოუთი დაბრუნდება, რომელიც სოციალური ხასიათის იქნება. "ოქტომბერში ნანუკას შოუ 10 წლის ხდება, რაც ნიშნავს იმას რომ ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ. სულ სხვა ფორმატით ვაპირებდი ამის გაკეთებას. ახალი სტუდიიდან, ახალი გადაცემიდან, მაგრამ რადგან მედიაში ამბავმა გაჟონა დაჩქარდა საიდუმლოს გამხელა. ახალი სეზონიდან, ახალი გადაცემით დავბრუნდები ეთერში. სწორედ იქ მოგიყვებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა თუ არა და სწორედ იქ გადაგიხდით მადლობას 10 წლიანი ერთგულებისთვის. ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ. ექნება სხვა სახელი. სხვა სტუდია იქნება პირდაპირი ეთერი. იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით:) ამ დროის გეგმებით შევხვდებით რ2-ზე. (თუ რამე არ შეიცვალა). თუ შეიცვალა არც ეგაა პრობლემა. ყოველთვის ვნახავ ადგილს სადაც თქვენთან შეხვედრას მოვახერხებ."- წერს ნანუკა. 459 1-ს მოსწონს
|