საზოგადოებრივი სინდები 2019, 30 ივლისი, 12:18
სინდები იყო იბერო-კავკასიური ტომი, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ ქართველური, კერძოდ კოლხური ტომების მომიჯნავედ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ტამანის ნახევარკუნძულზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც მომდევნო საუკუნეებში ადიღეველები ფორმირდნენ. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, სინდები სწორედ ადიღეური ტომი უნდა ყოფილიყო, ზოგიერთი მკვლევარი სინდებს აიგივებს ჯიქებთან, ზოგიერთი კი ჯიქებისგან განცალკევებულ, თუმცა მონათესავე ხალხად. სინდები მოხსენიებულნი არიან ძვ.წ. I ათასწლეულიდან ძველბერძნულ წერილობით წყაროებში ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე. მათ ძვ.წ. V საუკუნეში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო, რომელიც მონათმფლობელური იყო, მაგრამ მათმა სუვერენიტეტმა და დამოუკიდებლობამ დიდხანს ვერ გასტანა და ძვ.წ. IV საუკუნეში შეუერთდნენ ბოსფორის სახელმწიფოს. ეს იყო კოლხეთთან კულტურულად ძალიან დაახლოებული სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და მოიცავდა ყირიმის ნახევარკუნძულსაც. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. მეცნიერება10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე52 2-ს მოსწონს
|