პროფილაქტიკა 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჭამოთ საზამთროს ქერქი 2019, 22 აგვისტო, 22:02 ზაფხულის თვეების შეუცვლელი ხილის სახეობებიდან ერთ-ერთი საზამთროა. როგორც საზამთრო, ასევე მისი ქერქიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 5 მიზეზზე, თუ რატომ არ უნდა გადავყაროთ საზამთროს ქერქი... 1. ებრძვის კიბოსსაზამთროს ქერქი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი შემცველობის დამსახურებით მცირდება კიბოს რისკი, განსაკუთრებით პროსტატის. საზამთროს ქერქის ჭამის ყველაზე მარტივი მეთოდი სალათებში შერევაა. გარდა ამისა შეგიძლიათ გააკეთოთ გემრიელი მურაბაც. 2. აწესრიგებს შარდსაწვეთ სისტემასზამთროს ქერქის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებით პროსტატის რისკი 34% -ით მცირდება. ასეთი პროცენტული მაჩვენებელი სხვა არცერთ ხილის სახეობას არ გააჩნია პროსტატის საწინააღმდეგოდ. საკმაოდ ეფექტურია თირკმელების ფუნქციონირებაზეც. რათქმაუნდა მხოლოდ საზამთროზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული, აუცილებლად დალიეთ დღეში მინიმუმ 10 ჭიქა წყალი. 3. არეგულირებს სისხლის მიმოქცევასშარდის სახით ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე, რაც ხელს უწყობს წნევის რეგულაციას. ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ საზამთროს ქერქი მოზარდებში მაღალ წნევას ეფექტურად არეგულირებს. თუმცა წნევიანებისთვის მაინც და მაინც არ არის რეკომენდებული. 4. გულის დაავადებების წინააღმდეგიასაზამთროს კიდევ ერთი სასარგებლო შემცველობა არის ციტრულინი. არტერიები ამ სასარგებლო ნივთიერების საშუალებით ელასტიურობას ინარჩუნებს, აქედან გამომდინარე სისხლის მიმოქცევა კარგად მიმდინარეობს. კალიუმის შემცველობით სისხლძარღვების შევიწროვება მცირდება და ესეც გულის დაავადებების მოსაცილებლად აუცილებელია. გამოდის, რომ საზამთრო და მისი ქერქი აუცილებლად უნდა მიირთვად კვირაში 2 ჯერ მაინც, რათა გულის დაავადებების რისკი შეამციროთ. 5. აუმჯობესებს სექსუალურ ძალასკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საზამთროს ქერქს დადებითი ეფექტი აქვს ერექციული დისფუნქციის დროსაც. ციტრულინი, რომელსაც საზამთროს ქერქი შეიცავს, სქესობრივ ძალას ზრდის. ის ასევე დაგეხმარებათ ლიბიდოს გაზრდაშიც. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>
ტიტანიკის კატასტროფიდან გადარჩენილი მამაკაცის მტკიცებით, გემის ჩაძირვა სხვა რამ გამოიწვია! ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი) დაკარგულ ქალაქში აღმოჩენილია ახალი ეკოსისტემა, რომელშიც უამრავი "გადაშენებული" არსება აღმოაჩინეს! რატომ არის ომანი ყველაზე განსაკუთრებული ქვეყანა მთელ მსოფლიოში? ყველაზე შოკისმომგვრელი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 1513 5-ს მოსწონს
|