x
image
ელენე გუმა
ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილზე - "რასაც ვწერ,იმისი მჯერა ასი პროცენტით..."
image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილზე წერს.


მისი თქმით, რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია, რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი “რუსთავი ორის“ თემაზე ნამდვილი ყოფილა.


"რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია, რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი “რუსთავი ორის“ თემაზე ნამდვილი ყოფილა, მხოლოდ ამით ვხსნი მის დატოვებას ციხეში. სხვათა შორის, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ საბუთის ამბავს, დღეს დავიჯერე. ვისაც განსხვავებული მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე, თავებს ნუ დაიღლით სხვა რამის მტკიცებით და კომენტარებით, იმიტომ რომ რასაც ვწერ, იმისი მჯერა ასი პროცენტით დღევანდელი სასამართლოს მერე. ."- წერს გრიგოლია.


თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

ასევე 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე ადამიანს-მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდათ.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დღეს წარუდგინეს.

ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე მოწმის სტატუსით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 23 ივლისს გამოიკითხა.


20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.


image

0
533
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0