სხვა ესეთი სიბნელე და უკუნი თუ სუფევდა ამ ქვეყანაში მართლა არ მეგონა ! 2019, 20 ივლისი, 13:39 "ფეისბუქზე" არის ერთი კარგი საქმის მკეთებელი ჯგუფი "ერთად ერთმანეთისთვის".რომელიც ეხმარება როგორც უმუშევარ ადამიანებს იშოვნონ სამსახური, ასევე დამსაქმებელს იპოვოს შესაბამისი კადრი, ჯგუფში ხშირად პირდაპირი კონტაქტი ხდება სამუშაოს მძებნელსა და დამსაქმებელს შორის. თუმცა ამჯერად ჯგუფის ადმინისტრატორმა შეწუხებულმა თოკო თვალაძემ შემდეგი ხასიათის პოსტი გამოაქვეყნა: "ამ ჯგუფში დადო ეკამ ეს განცხადება და რა უხერხულია ეგეთი .|. ები კიდე რო არსებობთ... Ekaterine Vepkhvadze
ესეთი სიბნელე და უკუნი თუ სუფევდა ამ ქვეყანაში მართლა არ მეგონა !! განცხადება დავდე ერთ- ერთ ჯგუფში მასაჟისტის მომსახურების შესახებ, დავეხმარე ადამიანს და უმაგრეს პროფესიონალს სამსახურის ძებნაში და ორასმა დუპლეტმა კაცმა დაურეკა იაფფასიანი ფლირტის ტექსტებით.. ნუ ძალიან დახვეწილად რომ აღვწერო სცენარი.. ამდენი ???? ამ პატარა ქვეყანაში ????." "ხნიერი ქალია, ორი კვირაა საქართველოში ჩამოვიდა, 30 ლარად 1 სთ აკეთებს ტანზე და სახეზე საჩუქრად და უმაგრესი პროფესიონალია და მეთქი დავეხმარები"-დანანებით დასძინა ეკატერინე ვეფხვაძემ. 90 4-ს მოსწონს
|