სხვა ''ჭარბწონიანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან"-ამ სიტყვების გამო პასტორი სასტიკად დაისაჯა 2019, 19 ივლისი, 22:54 ბრაზილიელი პასტორი მარსელო როსი მესის ჩატარების დროს პირდაპირ სცენიდან გადმოაგდეს. ქადაგების დროს მან მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ჭარბწონიანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან. ამ სიტყვებისთვის წირვაზე მყოფმა ერთმა ქალბატონმა ის სასტიკად დასაჯა.
ბრაზილიელი პასტორი მარსელო როსი სცენიდან გადმოაგდეს უშუალოდ მესის დროს, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. როსი ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული რელიგიური ფიგურაა, ამიტომ მის ქადაგებაზე მუდამ ანშლაგია და ათასობით ადამიანი იკრიბება. თავისი მორიგი ქადაგების დროს პასტორმა მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ თავიანთ ფიგურაზე: საქმე სულაც არაა ლამაზ სხეულსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჭარბწონიანობის დროს. პასტორის თქმით, მსუქანი ქალები ვერასოდეს მოხვდებიან სამოთხეში. სასულიერო პირს განმარტება არ გაუკეთებია და არ დაუზუსტებია, თუ ბიბლიის რომელ თავში წერია ეს მცნება. როგორც ჩანს, მსმენელებს შორის მყოფმა მსუქანმა ქალებმა პასტორის განცხადება შეურაცხყოფად მიიღეს და წმინდა მამას სამაგიერო იმწამსვე გადაუხადეს. მესაზე მყოფი ერთი საკმაოდ ჭარბწონიანი ქალბატონი ისე სწრაფად აიჭრა სცენაზე, საიდანაც პასტიორი ქადაგებას კითხულობდა, რომ მისი შეჩერება ვერავინ მოასწრო. ქალი მღვდელს მივარდა, ხელი ჰკრა და სცენიდან ძირს გადმოაგდო. ეს ყველაფერი სულ ორიოდე წამში მოხდა, ამიტომ ამ უცნაური პერფორმანსის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ სანახაობას 50 ათასი კაცი ესწრებოდა, ვერავინ შეძლო. არსებობს ამ უსიამოვნო ამბის მეორე ვერსიაც, რომ პასტორს მსგავსი არაფერი უთქვამს და მას თავს დაესხა ქალბატონი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 227 7-ს მოსწონს
|