x
image
რომეო
ჰოროსკოპი: მამლის წელი
image ესენი ღრმად მოაზროვნე და ნიჭიერი პიროვნებები არიან. უყვართ შრომა და შეუძლიათ მთელი გული და სული ჩააქსოვონ საქმეში. ცდილობენ შეასრულონ ყოველგვარი დავალება, თვით ისეთიც კი, რაც მათ ძალებს აღემატება. ძალიან განიცდიან ხელის მოცარვას. ზოგჯერ ექსცენტრულებიც კი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად შედიან კონტაქტში სხვებთან. მათი რაიმეში გადარწმუნება საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან მუდამ სჯერათ, რომ მართლები არიან. რაც სხათა შორის, სულაც არაა საფუძველს მოკლებული, უყვართ მარტოობა, იშვიათად უხსნიან გულს ვინმეს. ერთი შეხედვით მეტად თამამებს, სინამდვილეში სიმორცხვე ტანჯავთ.

სამწუხაროდ, ხშირად უცრუვდებათ გეგმები. მათ გრძნობებს ორი უკიდურესობა გააჩნია: უეცარი აფეთქება და ასევე უეცარი ჩაქრობა. მათი ბედი წარმატებებისა და ჩავარდნების მუდმივი მონაცვლეობას წარმოადგენს. ზოგჯერ ეგოისტებიც არიან, მაგრამ სამაგიეროდ, გულახდილობა და გულწრფელობაც ახასიათებთ. ადვილად ეუფლებათ სასოწარკვეთა და ასევე ადვილად ნახულობენ გამოსავალს.

ა) ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებათ როგორც სიყვარულსი, ასევე მეგობრობაში: ხარი, გველი და ურჩხული.

ბ) ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: ვირთხა, მამალი, ძაღლი და კურდღელი.


ბ) ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავსირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ვეფხვი, ცხენი, მაიმუნი, ცხვარი და ტახი.

0
3752
3-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
3752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0