x
image
ელენე გუმა
"წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვიცხოვრო შენს გარეშე...შენნაირები აღარ იბადებიან...მაპატიე"
image
მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში მამაზე წერს და ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს.



"აი ასე.... გამომეცალა ყველაზე დიდი ძალა... ჩემი “აპორა”
წარმოდგენა არ მაქვს უშენოდ რა უნდა ვქნა
ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო...
თურმე რამდენი რამ არ მცოდნია შენს შესახებ და ამ 4 დღეში იმდენი გავიგე, მოვისმინე....


დარწმუნებული ვარ იმ გზასაც, რომელიც ახლა გაქვს გასავლელი, ისე ვაჟკაცურად გაივლი, როგორც აქ გაირე და დატოვე უსაზღვრო სიყვარული...
წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვიცხოვრო შენს გარეშე. არც ის ვიცი რა დავწერო... შენნაირები ნამდვილად აღარ იბადებიან...
მადლობა სიყვარულისთვის და ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ამაყად მატარე 28 წელი...


მა, დარწმუნებული ვარ ოდესმე შევხვდებით და მოგიყვები უშენოდ გატარებულ ყველა წამს და წუთს
მაპატიე, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულება ვერ მოვასწარი...
ჩემო გულო და იმედო, მიყვარხარ" - წერს ნინი.



ცოტა მოგვიანებით კი მამას მიმართავს და მწერალ სალომე ბენაძის სიტყვებს აქვეყნებს.


"მამა, გთხოვ ღმერთს უთხარი,
უფრო მეტად უყვარდეს უმამოდ დარჩენილი გოგოები,
რომლებიც საღამოობით სხედან ფანჯრის რაფებზე,
ერთადერთი ნათურის ქვეშ,
ნიკაპით ეხებიან მუხლებს

და ხელების ერთმანეთზე ჩაბღაუჭებით იკავებენ კანკალს"


თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში, ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0