რელიგია
"აბაიას“ უკან დამალული სილამაზე - როგორ გამოიყურებიან საუდელი ქალბატონები შავი სამოსის მიღმა
2019, 14 ივლისი, 17:22
ყველა ერი ერთმანეთისგან - თვითმყოფადობით, ტრადიციებით, წეს - ჩვეულებით, კულტურითა და მსოფლმხედველობით განსხვავდება. მაგალითად, არაბი ქალბატონები ტრადიციისამებრ, უცხო თვალისგან საკუთარ სახესა და სხეულს საგანგებო სამოსით ფარავენ. თუმცა, დღესდღეობით, საუდის არაბეთში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქალბატონებს, რომლებსაც საკუთარი გარეგნობის დაფარვა უკვე აღარ უწევთ. ლიბერალიზაციის გამო, საუდელი ქალები დროთა განმავლობაში ჩაცმაში ნაკლებად კონსერვატორულები და უფრო მეტად თამამები გახდნენ. ვინ წარმოიდგენდა, შავი ნაჭრის მიღმა თუკი ასეთი სილამაზე იმალებოდა.