სხვა ტიტანიკიდან გადარჩენილი ამბობს, რომ გემი აისბერგს არ ჩაუძირავს 2019, 16 ივლისი, 14:40 ყველამ ვიცით წიგნიდან და ფილმიდან, რომ ტიტანიკი აისბერგის გამო ჩაიძირა, თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გემზე აფეთქებები იყო და სწორედ ეს გახდა მისი განადგურების მიზეზი. ეს ისტორიას ცვლის! მოდი, ერთად გადავხედოთ ფაქტებს და ნათელი მოვფინოთ ტიტანიკის ამბავს.
გემიდან გადარჩენილ ვაგჰინაკ ბიურატს არასდროს უხსენებია აისბერგი.ვაგჰინაკ ბიურატი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი განათლებული ადამიანი იყო კონსტანტინოპოლიდან, რომელიც იმ დროს ამერიკაში ბიზნეს-მოგზაურობას გეგმავდა, სადაც უამრავი წიგნი უნდა გადაეტანა. სწორედ ამიტომ შეიძინა მან ტიტანიკის ბილეთი.ის ინციდენტს გადაურჩა და ტიტანიკის ჩაძირვა საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, მისი ვერსია საზოგადოებაში გავრცელებულისგან განსხვავებულია. ჩაჰენ ხაჩატოურიანი იცნობდა ვაგჰინაკს და პირადად ესაუბრა მას. მოგვიანებით ტიტანიკის ჩაძირვაზე ამბავიც დაწერა. ბიურატმა ხანგძლივი ცხოვრებით იცხოვრა და ხშირად საუბრობდა ტიტანიკზე. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ მას არასდროს უხსენებია აისბერგი. ამის მაგივრად, მუდამ აფეთქებაზე საუბრობდა, რამაც დასაბამი დაუდო კატასტროფას. ალბათ, ამ სამხილს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ არ გამოჩენილიყვნენ სხვა მოწმეებიც, რომლებიც იმავეზე საუბრობდნენ. რა ნახეს სხვა გადარჩენილებმა ტიტანიკის ჩაძირვის დროს?სხვა გადარჩენილები ამბობენ, რომ ტიტანიკზე 2-4 აფეთქება მოხდა. გასაკვირი არ იქნება, ეს აზრი რომ მათი პანიკური შეტევისთვის მიგვეწერა, თუმცა, მკვლევარმა და მწერალმა ბილ უორმსტედტმა გადარჩენილებთან ინტერვიუებიდან გამომდინარე ასევე მოიპოვა იმავეს დამადასტურებელი სამხილები. მათი ჩვენებების მიხედვით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ტიტანიკი აისბერგს არ ჩაუძირავს.✹ მაიორმა არტურ პეუჩენმა, რომელიც გემზე პირველი კლასით მგზავრობდა, თქვა, რომ გარკვევით გაიგონა აფეთქების ხმა, რის შემდეგაც ტიტანიკმა ჩაძირვა დაიწყო. ✹ ჯორჯ ფრედერიკ ქროუვი ტიტანიკზე ოფიციანტად მუშაობდა. ინტერვიუში მანაც განაცხადა, რომ გემზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მისი უკანა ნაწილი დაზიანდა და ჩაძირვა დაიწყო. თუმცა, უფრო ცხადი სამხილი გვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ტიტანიკი აფეთქების გამო ჩაიძირა! მკვლევრები ამბობენ, რომ მგზავრები შეიძლებოდა გადარჩენილიყვნენ, მაგრამ ტიტანიკი უზარმაზარი ხანძრის გამო ჩაიძირა.იმ დროისთვის ტიტანიკის ინჟინერებს არ ესმოდათ ელექტროლიზის საფრთხე, რომელსაც შეეძლო, ზღვის წყალი ფეთქებად ჰიდროგენის გაზად გადაექცია. ჯონ ვიკმენმა თავის წინგში "ტიტანიკი, დამალული სამხილი" დაასკვნა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. სინათლე ჩართული დატოვეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ეს რომ არ შეშლოდათ, შესაძლოა გემი არ ჩაძირულიყო და მგზავრები ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. ვიკმენის აზრით, პირველი აფეთქებები ღამის 1:10 და 1:20 საათებს შორის შუალედში მოხდა. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ იყო კიდევ ერთი აფეთქება, რამაც ტიტანიკი შუაზე გააპო და სწორედ ეს გახდა კატასტროფის მიზეზი.ჟურნალისტ სენან მოლონის მტკიცებით, ეს ყველაფერი ექსტრაორდინალური ფაქტორების დამთხვევის გამო მოხდა. ის 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა ტიტანიკის ჩაძირვის მიზეზს. საბოლოოდ, დაასკვნა, რომ ეს "ცეცხლის, ყინულისა და კრიმინალური დაუდევრობის" გამო მოხდა. მართალია, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხანძარი სამ სართულიან ბოილერების ოთახში დაიწყო, სადაც საწვავი იყო განთავსებული, მაგრამ ბევრი მგზავრი მაინც იმას ამბობს, რომ მათ გაიგონეს შეჯახების ხმა, რის შემდეგაც გემმა ჩაძირვა დაიწყო. თქვენ რას ფიქრობთ, რა იყო ტიტანიკის ჩაძირვის ნამდვილი მიზეზი? გაგვიზიარეთ♥ p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ წარმოედგინათ ჩვენს წინაპრებს მომავალი 100 წლის წინ - 17 გიჟური ილუსტრაცია 2. ყველაზე საინტერესო დროშები მსოფლიოში 3. ცნობილი ადამიანების შთამომავლები - ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ 1705 4-ს მოსწონს
|