x
image
ელენე გუმა
"წადით, ბიძია, სახლში, არ ხართ თქვენ ვინმეს გადამყენებელი ხალხი, თქვენი ბელადივით ჩიტირეკია ხალხი ხართ"

image

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტთან მიმდიანრე აქციას ეხმაურება და აქციის მონაწილეებს მიმართავს.


მისი თქმით, ისინი გახარიას გადამყენებლი ხალხი არაა და ჯობია სახლში წავიდნენ.


"გახარია გადადგესო, - მოითხოვენ "სტუდენტი-ახალგაზრდები": მიშა მშვილდაძე-კოროლიოვი, შოთა დიღმელაშვილი-გაგარინი, ნინო დანელია-ტერეშკოვა, ბელკა, სტრელკა, ლაიკა და "ბასიანის" სხვა კლიენტურა!


ესენი არიან სტუდენტი ახალგაზრდები და ამათ უნდა ილაპარაკონ საქართველოს ახალგაზრდობის სახელით?!
ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო.

წუხელ დანელია-ტერეშკოვამ გვამცნო, - გადადგეს გახარია და დავიშლებითო!
აკი ანტისაოკუპაციო მიტინგიაო?! რაო, გახარიას გადადგომის შემდეგ მავთულხლართები გაქრება?!

წადით, ბიძია, სახლში, არ ხართ თქვენ ვინმეს გადამყენებელი ხალხი და თქვენი და თქვენისთანების მოთხოვნით გახარიაც არ უნდა გადადგეს!
არც გადადგება!

ერთი სტვენია და თქვენი ბელადივით ჩიტირეკია ხალხი ხართ და მაგ ნაცსექტის უჭულ-ბუჭულებსაც ნუ ასულელებთ!"- წერს მძინარაშვილი.


ცნობისთვის, 23 დღეა პარალამენტის წინ აქცია იმართება, სადაც შეკრებილი მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.


20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავებული იყო ათეულობით სამოქალაქო პირი. დაშავებულთა შორის იყვნენ პოლიციელებიც.


აღნიშნული აქციები კი იმ ფაქტს მოყვა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.

0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0