საზოგადოება მომღერალ ნინი ქარსელაძეს მამა გარდაეცვალა 2019, 13 ივლისი, 10:54 მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა. თეკუჩა ქარსელაძე რამდნიმე დღის წინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.
"როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი..... მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი.... და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს, ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო....მამა" - წერს ქარსელაძე სოციალურ ქსელში. ნინი 13 წლის იყო, როდესაც მამა თეკუჩა ქარსელაძე დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის დააკავეს. მამამისი ციხეში იჯდა, როდესაც დედა ხათუნა ჟორდანია მომღერალ ზურა ხაჩიძეზე დაქორწინდა. "ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მამასთან. საერთოდ, რაც წლები გადის, უფრო ვხვდები დედის და მამის ფასს. ბავშვობაში ასე ვერ ვაცნობიერებდი."-წერდა თავის დროზე ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში. 1260 6-ს მოსწონს
|