პარამეცნიერებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-15 საუკუნის ნახატზე 2019, 13 ივლისი, 0:38 მე-15 საუკუნის დიდმა იტალიელმა მხატვარმა კარლო კრიველიმ 1486 წელს შექმნა ნამუშევარი სახელად "ხარება", სადაც გამოსახა მლოცველი ღვთისმშობელი, რომელმაც მიიღო უწყება ანგელოზისგან იმის შესახებ, რომ ის შობდა ძეს სასწაულებრივად და უთხრა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მას: "გიხაროდენ მომადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა" და ა.შ. ნახატის მარცხენა ზედა კუთხეში აშკარად ჩანს ღრუბლებში თეფშის ფორმის ობიექტი, საიდანაც გამოდის წვრილი სხივი, რომელიც მიიმართება ღვთისმშობლისკენ, გადის შენობაში, სადაც მარიამი იმყოფება და ზევიდან ეცემა ღვთისმშობლის თავზე. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა იყოს უბრალოდ შარავანდედი, მაგრამ უფოლოგები ამბობენ, რომ აქ აშკარად არის ყველა ნიშანი იმისა, როგორც თანამედროვე კონტაქტორები აღწერენ, ადამიანები ამბობენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ შენობაში, მაშინ როდესაც უცნაურმა ნათების წვრილმა სხივმა გაკვეთა ზევიდან ოთახი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ და ამის შემდეგ მოხდა მათი "გატაცება". კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე76 1-ს მოსწონს
|