x
image
ელენე გუმა
მარიამ გაფრინდაშვილი გიორგი გაბუნიაზე - "გაბუნია დახვრიტეთ ,ჩამოახრჩეთ ან დაიჭირეთ..."
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე და მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე წერს.


მისი თქმით, აბუნია დახვრიტეთ, ჩამოახრჩეთ ან 315-ე მუხლით დაიჭირეთ, ასევე "რუსთავი2"-ი დახურეთ და იქნებ ომი ავიცილით თავიდან.იქნებ პუტინი შეგვირიგდეს.


"ამდენი გულანთებული მონა... ძვირფასო ხელისუფლებავ გაბუნია დახვრიტეთ, ჩამოახრჩეთ ან 315-ე მუხლით დაიჭირეთ, ასევე "რუსთავი2"-ი დახურეთ და იქნებ ომი ავიცილით თავიდან.იქნებ პუტინი შეგვირიგდეს ..გავრილოვსაც დავუგოთ ისევ ფიანდაზი ამჯერად მთავრობის ადმინიტრაციაში და იქნებ ტერიტორიების 20% დაგვიბრუნოს ერთმორწმუნე რუსეთმა...გამოხატვის ფორმა და ადგილი იყო ძალიან ცუდი, უკიდურესად ცუდი...თუმცა გაბუნიამ თქვა ის რასაც ყველა თავმოყვარე ქართველი ფიქრობს მათ შორის მეც .ჩემი აზრით როგორც "საგანგებოდ "მობილიზებული ორკები "რუსეთავი2"-ის შენობასთან და ხელისუფლების მყისირი საგანგებო მუქარისშემცველი განცხადებები არხის მიმართ აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და აბედნიერებს ოკუპანტს ისე არაფერი.!
#რუსეთიოკუპანტია
#რუსეთიმკვლელია"


ცნობისთვის, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, რის გამოც მთელი დღის განმავლობაში აჟიოტაჟი არ წყდება.


საზოგადოების ნაწილი გუშინვე შეიკრიბა ტელეკომპანიასთან და აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს.

რაც შეეხება თავად ტელეკომპანიას, ბოდიში მოიხადა მაყურებლის წინაშე და გიორგი გაბუნიას 2 თვით სამსახურეობრივი უფლება მოსილება შეუზღუდა.


ამავე თემაზე:

ნათია ფანჯიკიძე გიორგი გაბუნიაზე - "საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა"


ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა რუს ჟურნალისტებს - "მივმართავ რუს ჟურნალისტებს"


ნოდარ მელაძე ბოდიშს იხდის - "გიორგი გაბუნია გადასცდა ჟურნალისტიკის სტანდარტს!"

0
918
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0