პარამეცნიერებები უცხოპლანეტელების 190 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში 2019, 12 ივლისი, 15:09 საფრანგეთში, კერძოდ ოკიტანიის რეგიონში, კაბრერეცში არის მღვიმოვანი სისტემა, რომელიც შესასვლელიდან კლდეთა შიგნით გრძელდება კილომეტრნახევარზე და მთელ ამ გზაზე გარშემო კედლები მოხატულია გრავეტიული კულტურის (ძვ.წ. 25, 000), ხოლო ყველაზე გვიანდელები (ახლები) მაგდალენური ერის (ძვ.წ. 16, 000) ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისგან, რომლებიც როგორც ჩანს დიდებული შემოქმედებითი უნარების მატარებლებიც იყვნენ. აქ არის უამრავი ულამაზესი ნახატი, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ცხოველი: ერთფეროვანი ცხენები, კოპლებიანი ცხენები, ბიზონები, მამონტები, ირმები და ა.შ. მხატვართა ხელის ანაბეჭდებით. მთელ ამ პრეისტორიულ, შესანიშნავ ნახატებში არაფერია პარანორმალური, ზებუნებრივი ან გაურკვეველი, ვინაიდან აქ დახატულია ყველაფერი ის, რასაც ყოველდღიურად ხედავდნენ 270-180 საუკუნის წინანდელ პერიოდში მცხოვრები ევროპელი ადამიანები, მაგრამ არქეოლოგების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ამ გამოქვაბულში აღმოჩნდა ზუსტად ისეთი გამოსახულება, რომელსაც დღესდღეობით აღწერს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან და დაინახეს მათი ხომალდები. ეს ნახატი არქეოლოგებმა დაათარიღეს ძვ.წ. 17, 000-დან ძვ.წ. 15, 000 წლამდე პერიოდით. თუ ამ მღვიმეში გაკეთებულ სხვა ნახატებზე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფორმებით არიან ადამიანები გამოსახული, აქ ვხედავთ ჰუმანოიდს ადამიანისთვის არადამახასიათებელი გარეგნობით და ასევე კუდით. მის უკან და ზევით ფონზე კი გამოხატულია თეფშის ფორმის 3 საფრენი აპარატი, ზუსტად ისეთივე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, როგორსაც დღეს აღწერენ და ხატავენ თვითმხილველები. სტატიები ამავე თემაზე: 1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია) 2. "ამოს" 290 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ტანზანიაში კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე134 1-ს მოსწონს |
There is nothing paranormal, supernatural or obscure in all these prehistoric, magnificent paintings, as they depict everything that Europeans of the 270-180 century BC saw on a daily basis, but archaeologists were surprised to find that in this cave is 1 exactly the kind of image that depicts strange humanoid and flying objects. This painting was dated by archaeologists and it was made approx. in 17,000 BC. If other paintings made in this cave depict people in absolutely ordinary forms, here we see a humanoid with an uncharacteristic appearance as well as a tail. Behind it and above it are 3 plate-shaped flying objects, exactly the same as it is described "unidentified flying objects" today.